თაფლი ქილაში ნახევარად მუქია, ნახევარად ღია. შესაძლებელია მისი გამოყენება? – გამოცდილი დიასახლისების პასუხები
სოციალურ სივრცეში გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც თაფლი დაშაქრდა, ფერი შეიცვალა და ასევე არის ასეთი შემთხვევაც, როდესაც მკვეთრად განცალკევებულ ორ ფერს ვხედავთ. გამოცდილმა დიასახლისებმა ამასთან დაკავშირებით ასეთი პასუხები გასცეს:
„ნატურალურ თაფლს ასე ემართება. ოჯახში გვყავს ფუტკარი და ნურავინ მეტყვის რომ არ არის ნატურალური“ – თაკო შერაზადიშვილი
„სავარაუდოდ, წაბლი და აკაციაა შერეული. ეტყობა წაბლი, როგორც ძლიერი აკაცია, თხელია შედარებით და გამოცალკევდა“ – ლელა კირკიტაძე
„ეს არის ნატურალური თაფლი. ქვედა ნაწილი იწყებს დაშაქრებას, მთლიანად მასე დაშაქრდება ყველა“ – შორენა ჯოჯუა.
„ორი სხვადასხვა თაფლია. მე მქონდა ასეთი შემთხვევა, მქონდა ნახევარი ქილა თაფლი და შევავსე სხვა თაფლით და ბოლოს ასეთი სახე მიიღო“ – ირმა ტუღუში.
„შეამოწმეთ, თეფშზე დაასხით ნახევარი კოვზი თაფლი, დაასხით წყალი და მოურიეთ თვითონ თეფშით. თუ ნატურია ფიჭას დაინახავთ ( ვიდეო იხილეთ აქ )“ – რუსუდან ჯღარკავა.