გულიაში, პერკელტი, ლეჩო, ფუა გრა, ჰალასლე... - გაიცანით უნგრეთის განსაკუთრებული სამზარეულო
მდინარე დუნაის ნაპირებზე გაშენებული უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული არქიტექტურის მქონე და გამორჩეული ევროპული ქალაქია, რომელიც 1873 წლამდე ორ ქალაქად, ბუდად და პეშტად იყო გაყოფილი. უნგრეთის დედაქალაქს საუკუნეების მანძილზე უამრავი რამის გადატანა მოუხდა, მაგრამ ისტორიულმა სირთულეებმა მას ვერაფერი დააკლო.
რთულია ბუდაპეშტს ერთხელ მაინც ესტუმრო და დაივიწყო უნგრული პარლამენტის შესანიშნავი ფასადი, დახვეწილი და დიდებული სასახლეები, ფართო და ლამაზი დიზაინის მქონე ხიდები, ბოჰემური კაფეები და თერმული აბაზანები.
უნგრული სამზარეულო ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც უნგრული კულტურა. მათი კერძების ძირითადი ინგრედიენტებია ბოსტნეული, ხორცი, თევზი, არაჟანი, ხახვი და დაფქვილი წითელი წიწაკა.
გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ