გამორჩეული და უნიკალური ნორვეგიული სამზარეულო - Gemrielia.ge

გამორჩეული და უნიკალური ნორვეგიული სამზარეულო

ნორვეგიული სამზარეულო საკმაოდ გამორჩეული და უნიკალურია, რადგან იგი ჩამოყალიბდა ქვეყნის მკაცრი კლიმატის პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგიამ კულინარიული რევოლუცია მოახდინა, რომლის წყალობითაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ამაყობს ეროვნული კულინარიული ტრადიციებით.

თანამედროვე ნორვეგიული სამზარეულო შედგება ნაციონალური კერძებისგან, რომლებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცნობილი, მსოფლიო დონის ნორვეგიული წარმომავლობის მქონე შეფ–მზარეულები ხშირად იყენებენ ტრადიციულ რეცეპტებს. მათი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღიური საკვები გამოირჩევა ცხიმის დაბალი შემცველობით, სოუსები გამოიყენება ნაკლებად. ეს ყველაფერი კი კეთდება პროდუქტების ნატურალური გემოს შესანარჩუნებლად.

ნორვეგიული სამზარეულო ცივი სკანდინავიური ჰავითა და მთიანი რელიეფითაა განპირობებული, რაც საქონლის ყოლასა და ხვნა-თესვას ხელს უშლის. ამიტომ ნორვეგიული კულტურის ძირითადი მენიუ თევზსა და ზღვის პროდუქტებზე მოდის, ასევე ნანადირევსა და რძის პროდუქტებზე.

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ