ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შენახვის წესები, რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდით
პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და უკანასკნელი პერიოდისთვის უპრეცდენტო ინფლაცია მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდას აჩენს და იცვლება ადამიანების ქცევაც. საზოგადოების დიდი ნაწილი ცდილობს თანხა უფრო რაციონალურად დახარჯოს და მეტი გონივრული დანაზოგი გააკეთოს. მაგალითად, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები გართობისთვის. მეორე მხრივ კი, ფასების სტაბილური ზრდის ტენდენციის გამო ადამიანების დიდმა ნაწილმა საკვები პროდუქტების მომარაგება დაიწყო. ხოლო თუ ყიდვის დროს სავაჭრო ობიექტსაც გონივრულად შეარჩევენ და მინიმალურ ფასად იყიდიან, ესეც დამატებითი ჭკვიანური და მარტივად მიღებული დანაზოგია.
დღეს ბაზარზე ფასებით კონკურენცია საკმაოდ მძაფრია და მარკეტები მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ აქციებს სხვადასხვა პროდუქტზე. თუმცა უკანასკნელ პერიოდში მაღაზიათა ქსელმა „2 ნაბიჯი“ ფართო საზოგადოებას განსაკუთრებულად და სტაბილურად დაბალი ფასი შესთავაზა, რაც კომპანიის კონცეფციისა და სტრატეგიის ცვლილების შედეგია. შესაბამისად, მომხმარებლების დიდი ნაწილიც სურსათის შესაძენად სწორედ „2 ნაბიჯში“, სახლთან ახლოს მაღაზიაში მიდის. ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, ფქვილი, ზეთი – ეს კი იმ პროდუქტების ნაწილია, რომელსაც ყოველდღიურად ყველაზე ხშირად ყიდულობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად და უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების მაქსიმალურად დასაცავად, ქსელში ასაწონი პროდუქცია ხელმისაწვდომი აღარაა და თითოეული ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი შეფუთული და დაფასოებული ფორმით იყიდება. ეს არის ბრენდი „ზოგე“, რომელიც სპეციალურად გონივრული შენაძენისა და ჭკვიანური დანაზოგის გაკეთების მიზნით შეიქმნა.
ახლა კი გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეინახოთ ყოველდღიური მოხმარების სხვადასხვა პროდუქტი.
ბრინჯი
ბრინჯის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა 4-5 გრადუსი და ქვევით. ბრინჯი უნდა შეინახოთ მინის ქილაში, ან საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ კონტეინერებში. ბრინჯის შენახვა დაახლოებით 5 წლამდე შეიძლება. ის არ დაკარგავს კვებით ღირებულებებსა და გემოს.
მაკარონი
კარგად გამომშრალი მაკარონი ინახება 5 წელი. ცივი და გრილი ადგილი იდეალურია მის შესანახად. ასე, რომ, საკუჭნაოში თამამად შეგიძლიათ იქონიოთ საჭირო რაოდენობის მაკარონი, ვერმიშელი და სპაგეტი.
მცენარეული ზეთი
ზეთი გადაასხით მინის ქილაში და შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას. ასე ის 2 წელი გაძლებს.
ფქვილი
ფქვილი შეგიძლიათ შეინახოთ 12 თვე, ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში, მშრალ და გრილ ადგილას.
ხმელი ლობიო
ხანგრძლივი შესწავლისა და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლობიო 10 წელი ინახება და არ იცვლის გემოსა და სასარგებლო თვისებებს. ლობიო უნდა შეინახოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. მარცვლები კარგად გამომშრალი უნდა იყოს.
მარილი
მიუხედავად იმისა, რომ მარილი იწოვს ნესტს და არომატებს, მისი შენახვის ვადა შეუზღუდავია. უბრალოდ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ სწორ პირობებში შეინახოთ. მარილი ინახება მშრალ და გრილ ადგილას, კერამიკის, ან პლასტიკის ჭურჭელში.
შაქარი
შაქრის გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომ, „ხელშეუხებელი მარაგის“ გაკეთება ნებისმიერი ოჯახისთვის საჭიროა. შაქარი 10 წელი ინახება და მისი შენახვის პრინციპი - მარილის იდენტურია.
ყავა, ჩაი, კაკაო
ცხელი და გემრიელი სასმელის მოსამზადებლად, ეს სამი პოპულარული პროდუქტია საჭირო, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ. უმჯობესია შეიძინოთ ყავის მარცვალი, რომ არომატი დიდხანს შეინარჩუნოს. ყავა და კაკაო არ შეინახოთ მაცივარში. მხოლოდ მშრალ და გრილ ადგილას. ფერმენტირებული ჩაის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში. თუ მას კონტეინერში შეინახავთ, დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს არომატს და გემოს.