სასარგებლო წიწიბურა
მარცვლეულის გარდა, გამოიყენება წიწიბურას ფანტელები და ფქვილი, რომლითაც ბლინებს, ნამცხვრებს, გალეტებს აცხობენ.
წიწიბურა მცენარეული ცილების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. განსაკუთრებით მდიდარია ამინომჟავებით, გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ამიტომ ნაკლებ კალორიულია, მაგრამ კარგად ანაყრებს.
წიწიბურა დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (კონკრეტულად B1, B2, B3, B5 და B6) , მინერალებს - სპილენძს, მაგნეზიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას.
წიწიბურას ფქვილით ხორბლის ფქვილის ჩანაცვლება ან მასთან შერევა შეგვიძლია. მისგან გემრიელი მაფინები, ბლინები, ნამცხვრები გამოდის.

კორეაში წიწიბურას ფქვილისგან სპაგეტის ამზადებენ (soba) და საქონლის ბულიონის წვნიანებში იყენებენ.

იტალიაში პოპულარულია Pizzocheri ანუ წიწიბურას პასტა.
გაღვივებული წიწიბურას მარცვლები სალათებში შეგვიძლია გამოვიყენოთ.