რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ საფრთხეზე საუბრობს, რასაც ხილით და ბოსტნეულით ადამიანის მოწამვლა ქვია. მისი ინფორმაციით, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, პროდუქტი გამდინარე წყალში კარგად გაირეცხოს.
ამ კონტექსტში ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს ხილის ნამცხვრებში და ტორტებში გამოყენებაზე. კონკრეტულად, ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ გამოიყენებენ ტორტებში ყუნწიან მარწყვს.
„ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით.