„ვერ გავთავისუფლდი ტკივილისგან, სანამ ხალხური მეთოდით არ დავამზადე სითხე“ - ოსტეოქონდროზის სამკურნალო საშუალება, რომლის მომზადება მაისის ბოლომდე შეგიძლიათ - Gemrielia.ge

„ვერ გავთავისუფლდი ტკივილისგან, სანამ ხალხური მეთოდით არ დავამზადე სითხე“ - ოსტეოქონდროზის სამკურნალო საშუალება, რომლის მომზადება მაისის ბოლომდე შეგიძლიათ

„ისე მტკიოდა ზურგი, რომ ბავშვი ვერ ამყავდა ხელში, თავბრუსხვევა და ტკივილი მაგიჟებდა, სად აღარ ვიმკურნალე, რა წამლები არ დავლიე, რა ვარჯიშები, მასაჟები არ გავიკეთე... ფინანსებს რომ თავი დავანებო, მერე ამ წამლებმა კუჭის „იჟოგა“ მომცა, გამამწარა რომ იტყვიან. მოკლედ, ვერ გავთავისუფლდი ტკივილისგან, სანამ ხალხური მეთოდით არ დავამზადე სითხე, არაფერმა არ მიშველა. გასწავლით და კმაყოფილები დარჩებით,ჩემს მერე ახლობლებსაც ვასწავლე და ყველას არგო, - წერს მამუკა მაისურაძე სოციალური ქსელის ჯგუფში და მკითხველს უზიარებს ოსტეოქონდროზის სამკურნალო ხალხურ საშუალებას.


 

როგორ ვუმკურნალოთ ოსტეოქონდროზს სახლის პირობებში

 


პირამიდული კვიპარისის უკვე შემოსული მომწვანო-მოყავისფრო 26 ცალი გირჩი უნდა მოხარშოთ 3 ლიტრ წყალში, ნელი დუღილით ადუღოთ, სანამ წყალი არ დავა ლიტრანახევარზე. შიგვე გააციეთ და მერე გადაწურეთ და დღეში სამჯერ მიიღეთ ას-ასი გრამი 5 დღე  ჭამამდე ერთი საათით ადრე. სითხე მაცივარში შეინახეთ ბოთლით ან ქილით, რომ არ დამჟავდეს, შვებას 3-4 დღიდან იგრძნობთ. 3 დღე დაისვენეთ, შემდეგ იმავენაირად დაამზადეთ და გაიმეორეთ მეორედაც. წელიწადში ეს ორი  პროცედურა მყოფნის და საერთოდ დამავიწყდა ტკივილი. მომდევნო წელსაც ვიმეორებ იგივე იმავე დროს.


 



 


გირჩების  დაკრეფის და მომზადების დრო არის ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, სანამ გირჩები დასკდება. კვიპარუსები რამდენიმე სახეობა არსებობს, ნაყოფიც ყველას თითქმის ერთნაირი ფორმის აქვთ, მაგრამ სამკურნალო თვისებები  მხოლოდ პირამიდულ კვიპარუსს გირჩებს აქვს, პირამიდული კვიპარუსის ხე ასეთია, როგორიც სურათებზეა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ეს არის, რაც სურათებზეა, ნუ დალევთ რაღაცების ნახარშს. ჯანმრთელობას გისურვებთ! - წერს მამუკა მაისურაძე.


 


წყარო