ნიკა მელიას „დიეტა“ - როგორ დაიკლო პოლიტიკოსმა 24 კგ: „დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით...“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიამ პატიმრობის დროს წონაში 24 კილოგრამი დაიკლო. პოლიტიკოსის ფიზიკური ცვლილება თვალშისაცემია.
მოქალაქეები, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას "დიეტის" შემდეგ, საპატიმროში ნიკა მელიას კვების რაციონითაც დაინტერესდნენ.
"სუპები... მჟაუნას სუპი... რაგუ... დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... იქ რომ შევედი ქამარი და თასმები მომხსნეს და რომ გამოვედი, ქამარი გავიკეთე, მაგრამ გინდ გეკეთოს, გინდ არა. ეს შარვალი მეცვა, რომ დამიჭირეს და ქამრის გარეშე ვერ ჩაიცვამ", - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს, რომლებიც მისი "დიეტით" დაინტერესდნენ.