ფერადი და გემრიელი ფეჟუატა – ბრაზილიური კერძი, რომელიც ქართველებსაც აუცილებლად მოეწონებათ - Gemrielia.ge

ფერადი და გემრიელი ფეჟუატა – ბრაზილიური კერძი, რომელიც ქართველებსაც აუცილებლად მოეწონებათ

საქართველოს მსგავსად ლობიო ძალიან უყვართ ბრაზილიაშიც. იქ, ძალიან პოულარულია შავი ლობიო, რომლისგანაც ძალიან საინტერესო კერძს ამზადებენ. ეს ბრაზილიური ფეჟუატაა.  კერძის დასახელება მოდის პორტუგალიური სიტყვიდან feijão, რაც ლობიოს ნიშნავს.

 

ფეჟუატა მთელ ბრაზილიაში პოპულარულია და ამავდროულად, ის რიო დე ჟანეიროს ეროვნულ კერძადაა აღიარებული. 

 

ფეჟუატას მთავარი ინგრედიენტი ლობიოს გარდა, საქონლისა და ღორის ხორცი ან ძეხვი და შაშხია. ბრაზილიაში ამ კერძს, როგორც წესი, სქელ, თიხის ქვაბში ხარშავენ. ნახევრად მოხარშულ ლობიოში ამატებენ ორი სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტს, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო გემო მიიღონ. 

 

კერძის განსაკუთრებულობას მისი მრავალფეროვანი გარნირიც განაპირობებს. გარნირად შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით სხვადასხვა ბოსტნეული გამოიყენოთ, თუმცა თუ ბრაზილიურ რეცეპტს მიჰყებით, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს ბრინჯი და ფორთოხალი. 

 

ფეჟუატას ბრაზილიაში ტრადიციულად შაბათს ნაშუადღევს ან კვირას ლანჩზე ამზადებენ. ის ოჯახური შეკრებების განუყრელი ნაწილია. ხშირად ამზადებენ იმ დღეებში, როცა ოჯახი ერთად ფილმს ან ფეხბურთის მატჩს უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეჟუატა ძირითადად ოჯახური კერძია, მას ოთხშაბათობითა და შაბათობით, ბრაზილიურ რესტორნებშიც შეხვდებით.  

 

ბრაზილიურ ფეჟუატას რეცეპტს ქართული ელემენტებით „ნიკორა“ და შეფი თინა ვაშაკიძე წარმოგიდგენთ. სცადეთ თქვენც!