8 მიზეზი მწყრის კვერცხის გასასინჯად - Gemrielia.ge

8 მიზეზი მწყრის კვერცხის გასასინჯად


რით არის განსაკუთრებული მწყრის კვერცხი და რით განსხვავდება ქათმის კვერცხისგან?  გავეცნოთ უფრო ახლოს ამ შესანიშნავ პროდუქტს.

 

1. მეტი ვიტამინები

მწყრის კვერცხი მდიდარია ვიტამინებით, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია. მცირე ზომის მიუხედავად,  სარგებლიანობის თვალსაზრისით, ის ქათმის კვერცხს აღემატება. მასში A ვიტამინი 2.5 -ჯერ, B1 ვიტამინი 2.8-ჯერ, B2 - 2.2-ჯერ მეტია.

2. მეტი მიკროელემენტები

მწყრის კვერცხი ქათმისაზე 5-ჯერ ნაკლებია ზომით, მაგრამ, ამის მიუხედავად, 5-ჯერ მეტ ფოსფორს, კალიუმს და რკინას შეიცავს. ამიტომაც,  იაპონიაში, ყოველი მოსწავლე სადილზე  ყოველდღე 2 მწყრის კვერცხს იღებს .  მასში ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავები შედის. ფოსფორის დიდი რაოდენობის გამო კი ექიმები მას პოტენციის კარგ სტიმულატორად მიიჩნევენ.

3. ახასიათებს სამკურნალო თვისებები

მწყრის კვერცხი კარგი იმუნოსტიმულატორია. ვინც ხშირად ცივდება, ანემია, თავის ტკივილები ან ბრონქიალური ასთმა  აწუხებს,  ექიმები ურჩევენ, საუზმეზე მწყრის კვერცხი მიიღონ. მაგრამ, პირველ რიგში, ეს პროდუქტი ბავშვებმა, ორსულებმა და დასუსტებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ.

4. სალმონელოზის მინიმალური რისკი

მწყრის  კვერცხს ძალიან მკვრივი, მაგარი ნაჭუჭი აქვს, რაც მის შიგნით ბაქტერიების და პარაზიტების მოხვედრას ამცირებს. გარდა ამისა, მწყერი, სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო (+42°С)    თავადაც საკმაოდ მდგრადია ინფექციების მიმართ.  ამის გამო, მწყერს ვაქცინაცია ნაკლებად სჭირდება, რაც კვერცხში პრეპარატების მოხვედრას მინიმუმამდე ამცირებს.

5. არ იწვევს ალერგიას

ქათმის კვერცხისგან განსხვავებით, მწყრის კვერცხი ალერგიას არ იწვევს არც ბავშვებში, არც მოზრდილებში.

GEMRIELIA

6. გამოდევნის რადიონუკლიდებს

მწყრის კვერცხი რადიაციის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას ზრდის და რადიონუკლიდების გამოდევნის უნარი აქვს. ექიმები მის მიღებას ურჩევენ მათ, ვისი სამუშაო ან საცხოვრებელი არე მომატებული რადიაციული ფონით გამოირჩევა, ცუდი ეკოლოგიური პირობები აქვთ ან დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.

7. უფრო გემრიელია, ვიდრე ქათმის კვერცხი

შინაური ფრინველების კვერცხებს შორის, მწყრისა ყველაზე გემრიელად ითვლება. მას მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს, ამზადებენ მაიონეზს. მისი არასტანდარტული ზომის გამო, ბავშვებიც უფრო ხალისით მიირთმევენ.


8. სასარგებლო ნაჭუჭი

მწყრის კვერცხი ადვილადასათვისებელი კალციუმის წყაროა და კიდევ უამრავ ელემენტს შეიცავს, მათ შორის ფტორს, რკინას, მარგანეცს, ფოსფორს, თუთიას. კარგად გარეცხილი, დაფქული ნაჭუჭი შეგვიძლია საკვებში ჩავამატოთ და ამ სახით ორგანიზმს უამრავი საჭირო ნივთიერება მივაწოდოთ, გვერდითი მოვლენებისა და დოზის გადაჭარბების რისკის გარეშე