„18-საათიანი დიეტა“, 24-საათიანი შიმშილობა - რამდენად არის საკვებზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო? - Gemrielia.ge

„18-საათიანი დიეტა“, 24-საათიანი შიმშილობა - რამდენად არის საკვებზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

 

საღამოს 6-დან დილის 12 საათამდე საკვების მიღებისგან თავის შეკავება - ე.წ 18-საათიანი დიეტა, 24 საათიანი შიმშილობა, პოლ ბრეგი და მისი წიგნი „შიმშილის სასწაული“, ასევე შედარებით ახალი ტერმინი „ფასტინგი“, ანუ „ინტერვალური შიმშილი“ - ეს ყველაფერი ბევრისთვის ნაცნობია.

 

ალბათ ფიქრობთ, რომ მსგავსი კვების რეჟიმი არ შეესაბამება, იმ ჯანსაღი კვების სტანდარტს, რომელსაც ექიმები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები გირჩევენ.

 

რამდენად არის საკვებზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა მექანიზმს ემყარება ის?! ამ კითხვაზე პასუხი იაპონელმა მეცნიერმა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა, ესინორი ოსუმმა გასცა, რის გამოც მას ნობელის პრემია მიენიჭა.

 

მან შეისწავლა აუტოფაგიის პროცესი ჩვენს ორგანიზმში. აუტოფაგია „თვითშთანთქმას“ ნიშნავს და ის მიმდინარეობს მაშინ, როდესაც შიმშილობთ. შიმშილისას უჯრედები ამუშავებენ იმ უსარგებლო ნარჩენებს, რომელიც არის დაგროვილი ტოქსინებისა და შხამების სახით.

 

გააგრძელეთ კითხვა