ვიკინგები და გასტრონომია - გაიცანით დიდი ისტორიის მქონე დანიური სამზარეულო - Gemrielia.ge

ვიკინგები და გასტრონომია - გაიცანით დიდი ისტორიის მქონე დანიური სამზარეულო

დანიური სამზარეულო ტრადიციული დანიური კერძების ერთობლიობა, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში ვიკინგების პერიოდიდან მოყოლებული.

შუა საუკუნეებში დანიურმა სამზარეულომ ბევრი რამ სხვა ქვეყნის გასტრონომიიდან აიღო, მათ შორის სოსისი, კატლეტი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2000-იან წლებში დანიელმა მზარეულებმა გულმოდგინედ იმუშავეს და უამრავი კერძის შექმნით, ჩამოაყალიბეს ძველი დ ახალი დანიური გასტრონომია.

შუა საუკუნეებში დანიური გასტრონომია არც ისე მრავალფეროვანი იყო, რამეთუ არისტოკრატები ფრანგულ და გერმანულ კერძებს მიირთმევდნენ, გლეხები კი მარტივი საჭმელებით შემოიფარგლებოდნენ.

1860 წელს დანიაში განხორციელებულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ეს სურათი შეცვალა. სწორედ აქედან დაიწყო დანიური გასტრონომიის შექმნა, ცხადია მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ დანიელებმა დაიწყეს ჭვავის პურის ცხობა, ლუდის გამოხდა, წვნიანების კეთება, ღორის ხორცისაგან ორიგინალური კერძების შექმნა. ამავე პერიოდში შევიდა მათ გასტრონომიაში ჯინჯერი, კარტოფილი და ასევე აქტიურად დაიწყეს რძის გამოყენებაც.

სულ მალე დანიელებმა შექმნეს თავიანთი კოტლეტი, რამდენიმე სახის სოსისი, თევზის კერძები, ამასთან, სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ახალი დანიური რეცეპტებით შექმნილი ნამცხვრები და ტორტები.

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ