რა განსხვავებაა სხვადასხვა სახეობის ზეთს შორის და როგორ შევარჩიოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? - Gemrielia.ge

რა განსხვავებაა სხვადასხვა სახეობის ზეთს შორის და როგორ შევარჩიოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

 

ზეთი სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა, როგორც წესი, ზეთის ხარისხზე მომხმარებლები ბევრს არ ფიქრობენ და მათი უმეტესობა პროდუქტს მხოლოდ სახელისა და ფასის მიხედვით არჩევს. ამ შემთხვევაში ზეთი იქცევა ხოლმე სითხედ, რომელიც უბრალოდ კერძის მოსამზადებლადაა საჭირო და მისგან სარგებელს არ ელოდებიან. რეალურად კი, თუ ხარისხიან პროდუქტს აარჩევთ და მას სწორად გამოიყენებთ, ზეთს ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

ზეთის რამდენიმე ცნობილი სახეობიდან ყველაზე პოპულარული მზესუმზირის ზეთია. თუ ადრე ფართო საზოგადოებისთვის ზეითუნის ან სიმინდის ზეთი ფუფუნებად ითვლებოდა მისი შედარებით მაღალი ღირებულების გამო, დღეს მზესუმზირის ზეთის ფასი მათთან თითქმის გათანაბრებულია და გონიერმა მომხმარებლებმაც სწრაფად ჩაანაცვლეს მზესუმზირის ზეთი სხვა უფრო სასარგებლო სახეობებით.

 

საქართველოში ზეთის საკმაოდ ფართო ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწარმოებელია იტალიური ბრენდი - Zucchi, რომელსაც გამოარჩევს სპეციალურად შექმნილი ლაბორატორია, სადაც კონტროლდება ტემპერატურული რეჟიმი ( 16°) და ინახება 4800 ტონა ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი. მუდმივად  მოწმდება მისი გემო, შეფერილობა, არომატი თუ შემადგენლობა. „ევროპროდუქტი“  იტალიური „ზუკის“ ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში, ამიტომ  მისი სხვადასხვა სახეობის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერს ანანო თავხელიძეს დავუკავშირდით:

 

„ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვერკვეოდეთ ზეთის ხარისხში, მისი გამოყენების წესებსა და ხარისხში.  დღეს გაგაცნობთ იტალიურ ბრენდს Zucchi , რომელიც ზეთების მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული არომატებით არის ცნობილი, „ევროპროდუქტიში“ კი მათი შეძენა ექსკლუზიურად შეგიძლიათ,“ – აღნიშნავს ანანო თავხელიძე.

 

ზეითუნის ზეთი

 

 

ზეითუნის ზეთის შერჩევის დროს მთავარი კითხვაა, არის თუ არა ის ცხელი გამოყენებისთვის. ზეითუნის ზეთები ამ მიმართულებით სამ ჯგუფად იყოფა:

 

ექსტრა ვირჯინი - მისი მჟავიანობა 0,8%-ზე ნაკლებია. სწორედ ის არის უმაღლესი ხარისხის ზეთი, რომელიც მიიღება პირველადი დაწურვით, წყლის და ზეთის განცალკევებით. ეს არის ყველაზე ჯანმრთელი მცენარეული ცხიმი, რომელიც ნატურალური ანტიოქსიდანტია და შეიცავს ვიტამინებს A, D, E და K, ებრძვის გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს და სიმსივნეს. ის ცივად გამოსაყენებელი პროდუქტია, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ტიპის ზეითუნის ზეთი ბოლომდე არ კარგავს თავის დადებით თვისებებს 200-215 გრადუსზეც, ამიტომ მისი გამოყენება ცხობისას შეიძლება.

 

ვირჯინი - თუ ზეითუნის ზეთის მჟავიანობა 0,8 – 2%-ია, ის კლასიფიცირდება, როგორც უბრალოდ ვირჯინი და არც მისი გამოყენება შეიძლება შესაწვავად.

 

რაფინირებული - 2%-ზე მეტი მჟავიანობის ზეთის გადამუშავება ხდება ისე, რომ ის რაფინირებული გახდეს და შესაბამისად, გამოიყენება როგორც ცხობისთვის, ისე მოხრაკვისა და შეწვისთვის.  

 

მზესუმზირის ზეთი 

 

 

მზესუმზირის ზეთი უმეტესად რაფინირებული ფორმით იყიდება. შესაბამისად, მისი მაღალ ტემპერატურაზე გამოყენებისას არ იკარგება და არ ორთქლდება პროდუქტში ბუნებრივად არსებული კვებითი ღირებულებები. 

 

სიმინდის ზეთი

 

 

სიმინდის ზეთი ქართულ ბაზარზე ნაკლებად პოპულარული პროდუქტია, მაგრამ მას განვითარებულ ქვეყნებში ფართო გამოყენება აქვს და „ოქროს პროდუქტად“ ითვლება. ის უხვად შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს. როგორც ამბობენ, სიმინდის ზეთი კურნავს გარედან და შიგნიდან, აქტიურად ებრძვის სიბერის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს, სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმას, კანსა და ფრჩხილებს, უნივერსალურია კულინარიაში. ის რაფინირებული პროდუქტია და ფართოდ გამოიყენება თევზის, ხორცის, ბოსტნეულის შესაწვავად, სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. არ ქაფდება, არ იწვის, არ წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის გამოც დიეტურ და საბავშვო კვებაში განსაკუთრებულად ფასობს.

 

რაფსიდის ზეთი

 

 

რაფსიდის  ყვავილისგან დამზადებული ზეთი შეიცავს ძალიან ცოტა ნაჯერ ცხიმს, ამიტომ ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა. ასევე შეიცავს ომეგა 3-ს, 6-სა და 9-ს, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს და გულისა და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. რაფსის ყვავილის ზეთი გამართულად ამარაგებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რითიც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. რაფსის ზეთში ყველაზე ნაკლები შემცველობითაა ნაჯერი ცხიმები, რაც მისი საუკეთესოობის გარანტიაა. რაფსიდის ზეთის სასიამოვნო გემო იგრძნობა საკვების ცივად მომზადებისას, თუმცა ის შეიძლება ყველა ზეთის ალტერნატივად ჩაითვალოს მაღალ ტემპერატურაზე მოხმარების შემთხვევაშიც. 

 

ყურძის წიპწის ზეთი 

 

 

ზეთი მიიღება ყურძნის წიპწის დაწნეხით. თავიდან ამ ზეთს მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ დაიწყო საკვებად მოსახმარი ზეთის წარმოებაც. ეს ზეთი არის  E ვიტამინის წყარო. ამას გარდა, ის დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში. უჯერი ცხიმების შემცველობა აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა მოქმედებას, ასევე არაჩვეულებრივია კანისა და თმისთვის, ეხმარება კანს გამკვრივებასა და ტონუსის შენარჩუნებაში. ყურძის წიპწის ზეთი იდეალურია თევზისა და სალათების საკმაზად, ნაკლებად რეკომენდებულია მისი ხანგრძლივი წვისთვის გამოყენება.

 

სწორედ ასეთია ზეთის სხვადასხვა სახეობის თვისებები და უპირატესობები. მათი ფასების გასაგებად კი სუპერმარკეტების ქსელ „ევროპროდუქტს“ მივმართეთ, რადგან სწორედ „ევროპროდუქტშია“ ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდების სხვადასხვა სახეობის ზეთები.

 

 

არ დაგავიწყდეთ, ზეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და მისგან ბევრ სარგებელს მიიღებთ, თუ გონივრულად შეარჩევთ და სწორად გამოიყენებთ.