რა რაოდენობის შოკოლადის მიღებაა დაშვებული ყოველდღე, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე – სპეციალისტების რეკომენდაციები - Gemrielia.ge

რა რაოდენობის შოკოლადის მიღებაა დაშვებული ყოველდღე, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე – სპეციალისტების რეკომენდაციები

 

ექსპერტთა განცხადებით, ადამიანისთვის შოკოლადის ყოველდღიური, უვნებელი დოზა 50 გრამია, კაკაო შემადგენლობაში მინიმუმ 50% უნდა იყოს. შოკოლადი შეიცავს კომპონენტებს, რომლებსაც აქვთ დამცავი მოქმედება ღვიძლზე, უზრუნველყოფს ადამიანს დამატებით ენერგიითა და აუმჯობესებს განწყობას, მთელი დღის განმავლობაში.

 

 

ელენა ლივანცოვამ, სამედიცინო მეცნიერებათა წევრმა, ხაზი გაუსვა, რომ შოკოლადი ხელს უწყობს სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას: მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი შეიცავს ცხიმებს, ფლავონოიდები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.

 

 

 

 

მწარე შოკოლადს აქვს სისხლის წნევის ნორმალიზების უნარი, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს. პროდუქტი ასევე აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას, მეხსიერებასა და ხელს უშლის ტვინის ნაადრევ დაბერებას. 

 

 

ამასთან, სასარგებლო ნივთიერებები გვხვდება არამხოლოდ კაკაოს მარცვლებში, არამედ მათ ნაჭუჭში. ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა დაადგინა, რომ შოკოლადის გარსს აქვს ბიოაქტიური ნივთიერებების მაღალი დონე. ისინი გავლენას ახდენენ ცხიმოვან და იმუნურ უჯრედებზე, ხელს უშლიან ქრონიკულ ანთებასა და ზრდიან სისხლში ინსულინის ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას ორგანიზმში.

 

 

 

 

სამხრეთ კალიფორნიის, ლომა ლინდას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის მეცნიერები თვლიან, რომ შოკოლადი ხელს უწყობს ადამიანებში სტრესის მაღალი დონის თავიდან აცილებას - ეს გამოწვეულია მისი ფლავონოიდებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებია. ანუ, რაც უფრო მაღალია კაკაოს პროცენტი შოკოლადში, მით უფრო ბედნიერები ვართ.

 

 

 

მაგრამ ყველა ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ზედმეტი მოხმარების შემთხვევაში, შოკოლადი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კუჭის დისკომფორტსა და ზრდის ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევის რისკს. პროდუქტი იწვევს უკუნაჩვენებს პანკრეასის დაავადებების მქონე ადამიანებში.

 

 

 

მიირთვით შოკოლადი დოზირებულად, იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი!