მისი ფესვები ანტიკური ხანიდან მოდის - გაიცანით ხორვატიული სამზარეულო
ხორვატული სამზარეულო არაერთგვაროვანი და რეგიონისთვის დამახასიათებელია. ხორვატიის ყველა რეგიონს აქვს მისთვის დამახასიათებელი კულინარიული ტრადიციები. მისი ფესვები ანტიკური ხანიდან მოდის.
შესაძლებელია, რომ სამზარეულო 2 ჯგუფადაც კი დავყოთ, ცენტრალური რეგიონი და ადრიატიკის სანაპირო... პირველ მათგანში ხორცია აქტუალური და აშკარად იგრძნობა არაბული, თურქული, ავსტრიული და უნგრული გავლენა, ხოლო ადრიატიკის სანაპიროზე აქტუალურია თევზი და ზღვის პროდუქტები, შესაბამსად იტალიურ არომატებთან და გემოებთანაა მიახლოებული.
ხორვატიაში ჩასულს აუცილებლად გაგასინჯებენ დამარილებულ სარდინას და ადგილობრივ ყველს - რჩევაა, უარი არ თქვათ და დააგემოვნოთ.
როგორც ყველგან ხორვატიაშიც აქვთ სადღესასწაულო ნაციონალური კერძები, უკვე ავღნიშნეთ იტალიის გავლენა, თუმცა ზემოთ აღნიშნულს ამყარებს ის ფაქტი, რომ ხორვატიული სადღესასწაულო სუფრა პროშუტოს გარაშე წარმოუდგენელია.
გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ