„ნიკორა სუპერმარკეტის“ დელიკატესი 700 სენდვიჩის ქვეყნიდან - დანიური „ემბორგი“ - სიყვარულით ოჯახიდან ოჯახებისთვის - Gemrielia.ge

„ნიკორა სუპერმარკეტის“ დელიკატესი 700 სენდვიჩის ქვეყნიდან - დანიური „ემბორგი“ - სიყვარულით ოჯახიდან ოჯახებისთვის

ეს ანდერსენის საყვარელი დელიკატესია ვიკინგების სამზარეულოში. მისი უდიდებულესობა ყველი, რომელსაც ყველაზე უხვად ამერიკაში აწარმოებენ, საბერძნეთში ჩუქნიან, საფრანგეთში მიირთმევენ, ხოლო გამორჩეულად ხარისხიანად სწორედ დანიაში ამზადებენ. დანია ხომ ყველის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. „ის რა ქვეყანაა, თუ მას ყველი და ღვინო არ გააჩნია?!“- სალვადორ დალის ამ ფრაზას ყველაზე დიდი აღტაცებით სწორედ დანიელები ეთანხმებიან.

 

ის ჰანს ქრისტიან ანდერსენის სამშობლოში, წინა საუკუნეში, 1947 წელს დაიბადა, დანიელი ბიზნესმენის ერიკ ემბორგის დიდ და მოსიყვარულე ოჯახში, მეგობრულ და ურთიერთნდობით აღსავსე გარემოში. დაიბადა და ოჯახურ წიაღში აღმოცენებული, წარმატების ერთგვარ სიმბოლოდ მალევე იქცა.  „ემბორგი – შექმნილია 1947 წლიდან“– ეს წარწერა ბრენდის შეფუთვაზე თითქმის უკვე ასეული წელია განსაკუთრებული სიამაყისა და ღირსების საგანია ემბორგების მზრუნველი და ტრადიციული ოჯახისთვის.

 

ბრენდმა 80-იანი წლებიდან შუა აღმოსავლეთის რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო მწარმოებლის სახელი მოიპოვა, ხოლო 90-იანებიდან იაპონიასა და აზიაშიც აქტიურად დამკვიდრდა. დღესდღეობით „ემბორგი“ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობით სარგებლობს, 300-ზე მეტი პროდუქტით მსოფლიოს 84 ქვეყანაში, ექვსივე კონტინენტზე. აღიარება კი მილიონობით ლოიალური მომხმარებლის ერთგულებამ განაპირობა. ნატურალური ინგრედიენტების მისაღებად მწარმოებლები ინდივიდუალურად შერჩეულ ნედლეულსა და გარემოს იყენებენ, რაც თავის მხრივ, გემრიელი რძის პროდუქტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს. „ემბორგი“ ოჯახური არჩევანია, რადგან ოჯახი სიყვარულითა და ნდობით შექმნილი ბრენდის  მთავარი ღირებულებაა, რომელსაც ის უკომპორომისოდ ემსახურება. მისთვის მთავარი და ყველაზე ფასეული – მილიონობით ოჯახის ნდობა და მოლოდინია. 

 

ოჯახი დანიელების თანამედროვე, ხმაურიანი და მჩქეფარე ყოველდღიურობის სიმშვიდის კუნძულია, რომელიც ჰარმონიასთან ასოცირდება. ყოველწლიურად ივნისის თვეში აქ წმინდა ჰანსის დღესასწაულს აღნიშნავენ,  წინაპრების ხსოვნისა და მონატრების ამ დღეს პატარა ქერა ხუჭუჭა გოგო–ბიჭები კისკისით და ზღვის სანაპიროზე აგიზგიზებული ასობით კოცონით ხვდებიან და ეს ცეცხლი თითქოს ერთგვარი მარადიული სიმბოლოა ურღვევი ოჯახური კავშირისა ხალხის გულებში, რომელსაც თაობიდან თაობას სიყვარულით გადასცემენ.  

 

ივლისის მცხუნვარე დღეებშიც ოჯახებით იკრიბებიან კოპენჰაგენის ჯაზ–ფესტივალსა და ვიკინგების ფესტივალზე, ძველი ოჯახური რეცეპტებით გაცოცხლებული ეროვნული კულინარიული შედევრებით, დანიური ფუნთუშებითა და ლუდით, წვრილფეხა თეთრი ცხენების ჯირითისა და დოღის თანხლებით. ზღაპრების ქალაქი კოპენჰაგენი კი ოჯახური სადილების,  პატარა მყუდრო კაფეების და საცალფეხო ქუჩების, ცნობილი დანიური სენდვიჩების, ტივოლის ბაღების, ჯადოსნური ხასხასა პარკების, აყვავებული სკვერების და მყუდრო რესტორნების ქალაქია. ამ ქვეყანაში მუზეუმებშიც კი ოჯახებით დადიან, ოდენსეს ღია ცის ქვეშ გაფანტული საოცრებების და მე–10 საუკუნის ვიკინგების გემის ნანგრეევების სანახავად. 

 

ქორწილის წინ აქ ოჯახურ შეკრებებს მართავენ, ერთმანეთს სასიყვარულო საჩუქრებს ურიგებენ და სამუდამო ერთგულების ფიცსაც ერთმანეთთან თანხმობის სადილზე საჯაროდ დებენ.  წმინდა მარტინის დღესასწაულიც ყველა ოჯახში დიდ მრგვალ სუფრასთან შემოკრებილი, ერთად ყოფნის სიხარულით ანთებული, ღიმილიანი ადამიანების ზეიმია, სადაც ყველა სუფრას ტრადიციულად ამშვენებს მისი უდიდებულესობა „ემბორგი“, გაუდა, ემენტალი, მოცარელა, ჩედარი, ბერძნული, გრანა პადანო, ჰავარტი, ედამი, ბრი, კამემბერი, ლურჯი, მდნარი, პარმეზანი, 40-მდე სახეობის ეს ელიტური დელიკატესი ცისარტყელასავით მრავალფერია - ნორჩი, რბილი, მაგარი, ობიანი, დაპრესილი, შებოლილი, მოხარშული, მდნარი... 

 

„ნიკორა სუპერმარკეტისგან“ - გემრიელი და სასარგებლო, ის, რაც შექმნილია სიყვარულით – ოჯახიდან  ოჯახებისთვის. 
 

R