„არის კარგი შარდმდენი, ასევე ამოსახველებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება“ – ჭინჭრის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჭინჭრის სახელწოდებით მცენარეების მთელი გვარი იმალება, რომელიც 50-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მცენარის ლათინური სახელი მომდინარეობს სიტყვიდან uro, ანუ „დაწვა“ - სწორედ ამით არის ცნობილი ჭინჭარი. ამის მიზეზი, მასში ნუტრიენტების უკიდურესად მაღალი შემცველობაა. ჭინჭარი, მწვავე უჯრედების დახმარებით, რომლებიც ფარავს ღეროებსა და ფოთლებს, იცავს შიგთავსს. თითოეული მცენარე შეიცავს ფორმჟავასა და ჰისტამინების ნარევს, ხოლო წვერი გაჟღენთილია სილიციუმით - შედის კანში და იშლება. შედეგად, ჩნდება შეშუპება, წვა და ქავილი.
დადებითი მხარეები:
ჭინჭარი შეიცავს შემდეგ სასარგებლო ნივთიერებებს დიდი რაოდენობით:
კაროტინი და კაროტინოიდები (უფრო მეტი ვიდრე სტაფილოში)
ვიტამინები (განსაკუთრებით C, B და K ჯგუფების მაღალი შემცველობა)
ქლოროფილი
ტანინები
ფლავონოიდები
ფიტონციდები
ორგანული მჟავები
პორფირინები
გლიკოზიდები
აცეტილქოლინი
ასევე მრავალფეროვანია მინერალური შემადგენლობა: რკინა, მანგანუმი, გოგირდი, სპილენძი, სილიციუმი, ბორი, ნიკელი, ტიტანი, კალიუმი, კალციუმი და ა.შ. იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მას აქვს მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური ეფექტი. არის კარგი შარდმდენი, ასევე ამოსახველებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება.
ხალხურ მედიცინაში, ჭინჭარს იყენებენ როგორც დამატებით წამალს, კუჭისა და თირკმელების დაავადებების დროს, ჭრილობებისა და სისხლდენის სამკურნალოდ, ანემიისა და ავიტომინოზისთვის, კუნთების ტკივილისა და რევმატიზმისთვის, კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ჭინჭარს ასევე აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. თმის სიძლიერისთვის და უკეთესი ზრდისთვის, ჭინჭარი ებრძვის ცხიმიანობასა და თმის ცვენას. ასევე, ახალგაზრდა მცენარისგან მზადდება სახის ნიღბები, რომელიც ამცირებს ნაოჭებსა და ასაკობრივ ლაქებს.
უარყოფითი მხარეები
K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, ჭინჭარმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გასქელება. ასევე, ჭინჭარს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია. მთავარია ზომიერების დაცვა, სხვა შემთხვევაში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.