მცენარე, რომელიც არასდროს ავადდება მცენარეული დაავადებით, არც პარაზიტი ესევა და გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით - Gemrielia.ge

მცენარე, რომელიც არასდროს ავადდება მცენარეული დაავადებით, არც პარაზიტი ესევა და გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით

 

ცერატონია მარადმწვანე მცენარეა, იზრდება 10 მეტრ სიმაღლემდე. ძალიან გავს აკაციის ხეს. მას განსაკუთრებული თვისება გააჩნია, არასდროს ავადდება მცენარეული დაავადებით და არც პარაზიტი ესევა. ამიტომ, მას წმინდა ხესაც უწოდებენ. არსებობდა ლეგენდა, რომ ვინც ცერატონიას ყვავილობას შეესწრებოდა, მას ბედნიერება ეწვეოდა. ამ ხეს იოანეს პურსაც  უწოდებენ, რადგან ბიბლიის თანახმად, უდაბნოში განმარტოებული იოანე ნათლისმცემელი სწორედ ამ მცენარის ნაყოფით იკვებებოდა.

 

 

 

 

ცერატონია ისხამს ყავისფერ ნაყოფს და აქვს სპეციფიკური სუნი. ამ მცენარის ყველა თესლი თანაბარი ზომისა და წონის არის. მის საფუძველზე გაკეთებული პრეპარატები გამოიყენება პირის ღრუს ანთების საწინააღმმდეგოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, შინაგანი დაზიანებებისას, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ცერატონის ნაყოფი შეიცავს: 49 გრ ნახშირწყალს, 1გრ ცხიმს, 4გრ ცილას.

 

 

 

 

მისი თესლიდან ამოღებულ ფხვნილს უწოდებენ კარობს და გამოიყენებენ კაკაოს ნაცვლად. პროდუქტის 100 გრამიდან ადამიანი იღებს მხოლოდ 220 კალორიას, რაც გაცილებით ნაკლებია კაკაოსთან შედარებით. კარობი აქტიურად გამოიყენება წონაში დასაკლებად, დიეტების დროს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოქროს სისუფთავის საზომი ერთეული კარატი“ ცერატონის ხის თესლს უკავშირდება.