ალერგია გაქვთ? - 2 ხალხური წამალი, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

ალერგია გაქვთ? - 2 ხალხური წამალი, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ

ალერგიას მეოცე საუკუნის დაავადებას უწოდებენ. ბოლო დროს ალერგიული დაავადებების სიხშირე მკვეთრად მატულობს.

 

ალერგია არის ადამიანების გადაჭარბებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერებაზე. თუ ალერგიის მძიმე ფორმა გაწუხებთ, მაშინ აუცილებლად მიყევით ალერგოლოგის რჩევებს, თუმცა თუ მსუბუქი ალერგიული რეაქცია გაქვთ მტვერზე, მაშინ ქვემოთ მოცემული ორი ხალხური რეცეპტიც დაგეხმარებათ.

 

1. ასკილის ნაყოფი და ბაბუაწვერას ფესვები დავაქუცმაცოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში, კარგად ავურიოთ; 2 სუფრის კოვზი ნარევი გავხსნათ 1,25 ჭიქა წყალში. შეიძლება მოვამზადოთ ერთდროულად 2-3 დღის სამყოფი. მივიღოთ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ.

 

2. 2 ერთ სუფრის კოვზ ჭინჭრის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ქილა შევფუთოთ და გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5 ჯერ დღეში ან თითო ჭიქა 3 ჯერ დღეში. ღებულობენ ალერგიული გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ფურუნკულებისა და ეგზემის დროს, როგორც კარგ სისხლსაწმენდ საშუალებას.