სოდის ძმრით გაზავება... - და კიდევ 6 კულინარიული შეცდომა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა - Gemrielia.ge

სოდის ძმრით გაზავება... - და კიდევ 6 კულინარიული შეცდომა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა

ახალი — ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველი არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ძველი, გამოყენების შემთხვევაში, არც ისე კარგ შედეგს იძლევა. თუ ბისკვიტმა უკვე მეასედ არ იწია, ხორცი კი, გამომშრალი და მაგარია, ხოლო პასტა, არც ისეთი გემრიელია, როგორც მას იტალიელები აქებენ, ე. ი. ცვლილებების დრო დადგა.

 

აქ სწორედ იმ შეცდომებზე მიგითითებთ, რომელიც წინა თაობებისგან გადმგვეცა და მონდომების მიუხედავად, კერძი ისეთი გემრიელი არ გამოდის, როგორიც, მაგ., რესტორნებშია. ყველაფერი კი, წარმოუდგენლად მარტივია, უბრალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ:

 


სოდის ძმრით გაზავება

 

 

რა ხდება, როდესაც ჩაის კოვზ სოდას ძმარს ან ლიმონის წვენს ვასხავთ? კოვზში ქიმიური რეაქცია იწყება, რომლის შედეგად, ნახშირორჟანგი გამოიყოფა. იდეაში, ბისკვიტი სწორედ მან უნდა «აწიოს». ასეც მოხდებოდა, ეს რეაქცია ცომის შიგნით რომ ხდებოდეს და არა ცომის თავზე. ასე კი, კოვზში ქაფი წარმოიქმნება და შიგნით მოხვედრილი სოდა აღარ მუშაობს.

დასკვნა: სოდა და ძმარი პირდაპირ ცომში უნდა დაამატოთ, ცალ–ცალკე, რომ ნახშირორჟანგი ცხობის დროს გამოიყოს! ასეთ შემთხვევაში, ბისკვიტი ბევრად უფრო მაღალი და ფუმფულა იქნება.


ყველაფრის ტეფლონის ტაფაში შეწვა

 

 

ტეფლონის ტაფა, ანტიმიწვის საფარით, მხოლოდ კვერცხის შესაწვავად გამოდგება. ასეთი საფარის მქონე ჭურჭლით სარგებლობისას, მთავარია, რომ ის ძალიან არ გახურდეს. მაგრამ, ხორცის და ბოსტნეულის მოსამზადებლად, მაღალი ტემპერატურა არის საჭირო!

 

დასკვნა: თუ ხორცზე ან თევზზე კარამელის ქერქის მიღება გინდათ — გამოიყენეთ ფოლადის ან თუჯის ტაფა. გავრცელებული მითების მიუხედავად, ეს ჭურჭელი არაფერს იწვავს.

 

გააგრძელეთ კითხვა