7 ოქროს რჩევა იდეალური ბისკვიტის გამოსაცხობად - ჩვენი მკითხველისაგან
„ხშირად ისმევა კითხვები, თუ რამდენ სმ, დმ-იან ფორმაში რამდენი კვერცხით არის უმჯობესი რომ გამოცვეს ტორტის ბისკვიტი, ამიტომ გადავწყვიტე მოგცეთ საჭირო რჩევები“ - თამარ თაბოშვილი, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი.
კლასიკური ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ : 10 კვერცხი, 10 სკ შაქარი, 10 სკ ფქვილი და ვანილი.
ჯობს ცალც-ალკე გამოაცხოთ, მაგალითად, თუ აკეთებთ 12 კვერცხიან ტორტს, გაყავით და 3 ცალი 4 კვერცხიანი გააკეთეთ. თუ აკეთებთ ერთნაირად, მაშინ ასე მოამზადეთ:
პირველ რიგში, კვერცხის ცილა ამოიყვანეთ მწიკვ მარილთან ერთად, როდესაც გახდება მყარი, ჩაამატეთ შაქარი, თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ მკვრივ ბეზეს, ჩაამატეთ კვერცხის გულები, კარგად რომ ამოვა და გათეთრდება კვერცხის მასა, გამორთეთ მიქსერი და სილიკონის ან ხის კოვზით შეაზილეთ ფქვილი. ურიეთ ძალიან ნაზად, ქვევიდან ზევით, უმჯობესია თუ ჯამს გაამოძრავებთ და ისე ამოურევთ.
ფოტოზე მოცემული ბისკვიტები გამომცხვარია 22სმ დმ ფორმაში, 160გრადუსსზე, 35წუთით. გირჩევთ ბისკვიტები გამოაცხოთ გაზის ღუმელში, მხოლოდ ქვედა წვით, ზედა თაროზე, ხოლო ორივე წვით დაბლა თაროზე. ჯობს ფქვილი მეტი გამოვიდეთ, ვიდრე დააკლდეს. ფქვილი გაუკეთეთ სავსე კოვზი, შეგიძლიათ 1 კოვზი ზედმეტად დაამატოთ, შოკოლადის ბისკვიტის შემთხვევაში ფქვილი დააკელით და დაუმატეთ კაკაო. მაგალითად, 10 კვერცხიანი ტორტის შემთხვევაში, გამოიყენეთ 3კოვზი კაკაო და 7 სკ. ფქვილი.
გაითვალისწინეთ 7 ოქროს წესი:
1. კარები არ გააღოთ, სანამ ბისკვიტის სუნი არ გეცემათ, როდესაც იგრძნობთ სუნს შეგიძლიათ მზაობა შეამოწმოთ ხის ჩხირით. ცხელსვე შემოუსერეთ გვერდები. გააცივეთ ფორმაში და უკვე გაციებული აიღეთ.
2. ჩაყრამდე ფქვილი აუცილებლად გაცერით, უმჯობესია, თუ რამდენჯერმე გაცრით. ჩააცერით ფქვილი, არ ჩაყაროთ კოვზით.
3. გულმოდგინედ განაცალკევეთ კვერცხის ცილები და გულები, რათა არც ერთი წვეთი გული არ ჩაყვეს ცილაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილები სათანადოდ არ აითქვიფება.
4. სანამ სხვა ინგრედიენტებზე მუშაობთ, კვერცხის ცილები მაცივარში გქონდეთ, ცივი უკეთესად ითქვიფება.
5. არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელი, სანამ ბისკვიტი არ გამოცხვება.წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩავარდება.
6. წინასწარ მოამზადეთ კალკაჩაფენილი ფორმა, რაშიც გამოაცხობთ. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია უძირო ფორმა და დაფენილია კალკა, არავითარი ცხიმი და ფქვილი.
7. ღუმელი ჩართეთ მანამ, სანამ ფქვილის ჩაცრას დაიწყებთ.
თუ გაითვალისწინებთ ყველა წესს, აუცილებლად გამოვა ასეთი ფუმფულა ბისკვიტები. რაც შეეხება ფქვილის ხარისხს, დაბალი ხარისხის ფქვილითაც ძალიან კარგი გამოდის.
როგორ გამოვაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე