5 ალტერნატიული საშუალება მარილის ჩასანაცვლებლად
ბევრისთვის მარილი მთავარი სანელებელია, მაგრამ მისი ხშირი და დიდი რაოდენობით გამოყენება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? საუკეთესო გზა მისი ჩანაცვლებაა სხვა ბუნებრივი პროდუქტებით, რომელიც შეიძლება ისე მოგეწონოთ, რომ მარილი ხმარებიდან ამოიღოთ.
მარილის ალტერნატიული საშუალებებია:
ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ლიმონს შეუძლია წნევის დაწევა.
ლიმონის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ თითქმის ნებისმიერ რეცეპტში, რომელიც მოითხოვს მარილს, მათ შორის წვნიანებში, ხორცისა და თევზის კერძებში.
ნიორი
ნიორი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა. მისი რეგულარული მიღება იწვევს არტერიული წნევისა და ანთების შემცირებას.
თუ ნიორის ჭამას ერიდებით მისი სპეციფიკური სუნის გამო, მოჭერით ნივრის კბილი შუაზე და ამოიღეთ მწვანე ყლორტი.
კამა
კამა არის პიკანტური მწვანილი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, პროვიტამინი A კაროტინოიდებით და გულის დამცავი ფლავონოიდური ანტიოქსიდანტებით.
ახალი და გამხმარი კამა, მარილის მაგივრად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ რეცეპტში.
დარიჩინი
დარიჩინს არამარტო შეუძლია შეამციროს მარილის მიღება, არამედ ჯანმრთელობაც გააუმჯობესოს. მაგალითად, რეგულარულად მოხმარებისას, დარიჩინი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში.
ორეგანო
ორეგანო მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით.
ორეგანოს ჰაეროვანი გემო, რომელსაც ბევრი ასოცირდება ხმელთაშუაზღვის სამზარეულოსთან, ბევრ საკვებს უხდება. განსაკუთრებით უხდება ტომატის სოუსს.