როგორ შევინახოთ ტყემალი ხარშვისა და გაყინვის გარეშე – რჩევები დიასახლისებისგან
მოვდა ტყემლის სეზონი და ყველას გვინდა მისი გამოყენება გავახანგრძლივოთ. გიზიარებთ ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრების გამოცდილ რჩევებს, შენახვასთან დაკავშირებით:
„შეგიძლიათ ტყემალი ქილებში ჩაყაროთ, წყალი დაასხათ და სტერილიზაცია გაუკეთოთ, შემდეგ მოხუფოთ. უმჯობესია ცხელი წყალი გამოიყენოთ, მთავარია სტერილიზაცია კარგად გაუკეთოთ“ – ნინო შონია.
„პირდაპირ დაასხით ადუღებული, ქაფქაფა წყალი და მოხუფეთ, ოღონდ მთელი ღამე შეფუთეთ თბილად და ნახავთ, რა კარგი იქნება“ – თამუნა ხარშილაძე.
„ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ცხელი წყალი, მოხუფეთ და შეფუთეთ. არ გამოიტანოთ მანამ, სანამ არ გაცივდება. მაინც დაუმატეთ 1ცალი ასპირინი 3 ლიტრიან ქილას. ოქროსავით ინახება“ – ქეთი მახალდიანი.
„გარეცხილი ტყემალი ჩაყარეთ 5 ლიტრიან ქილებში, დააყარეთ 2 - 3 სუფრის კოვზი მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოხუფეთ კარგად. მეტი არაფერი არუნდა, ასე მასწავლეს“ – თეა თოდუა .
„მჭიდროდ ჩააწყვეთ ქილაში, დაასხით ადუღებული, ქაფქაფა წყალი, ლიტრიან ქილაში ჩააგდეთ ერთი აბი ასპირინი, მოხუფეთ და გადაბრუნებული გააცივეთ, ასე ვაკეთებ წლებია“ – ნინიკო ელიაშვილი.