როგორ შევინახოთ ტყემალი ხარშვისა და გაყინვის გარეშე – რჩევები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ტყემალი ხარშვისა და გაყინვის გარეშე – რჩევები დიასახლისებისგან

 

მოვდა ტყემლის სეზონი და ყველას გვინდა მისი გამოყენება გავახანგრძლივოთ. გიზიარებთ ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრების გამოცდილ რჩევებს, შენახვასთან დაკავშირებით: 

 

 

შეგიძლიათ ტყემალი ქილებში ჩაყაროთ, წყალი დაასხათ და სტერილიზაცია გაუკეთოთ, შემდეგ მოხუფოთ. უმჯობესია ცხელი წყალი გამოიყენოთ, მთავარია სტერილიზაცია კარგად გაუკეთოთ – ნინო შონია. 

 

 

პირდაპირ დაასხით ადუღებული, ქაფქაფა წყალი და მოხუფეთ, ოღონდ მთელი ღამე შეფუთეთ თბილად და ნახავთ, რა კარგი იქნება – თამუნა ხარშილაძე. 

 

 

 

 

 

ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ცხელი წყალი, მოხუფეთ და შეფუთეთ. არ გამოიტანოთ მანამ, სანამ არ გაცივდება. მაინც დაუმატეთ 1ცალი ასპირინი 3 ლიტრიან ქილას. ოქროსავით ინახება – ქეთი მახალდიანი. 

 

 

 

გარეცხილი ტყემალი ჩაყარეთ 5 ლიტრიან ქილებში, დააყარეთ 2 - 3 სუფრის კოვზი მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოხუფეთ კარგად. მეტი არაფერი არუნდა, ასე მასწავლეს – თეა თოდუა .

 

 

 

მჭიდროდ ჩააწყვეთ ქილაში, დაასხით ადუღებული, ქაფქაფა წყალი, ლიტრიან ქილაში ჩააგდეთ ერთი აბი ასპირინი, მოხუფეთ და გადაბრუნებული გააცივეთ, ასე ვაკეთებ წლებია – ნინიკო ელიაშვილი.