ქართველი დიასახლისებისთვის სულ მალე ახალი პლატფორმა - Sliceit ჩაეშვება - Gemrielia.ge

ქართველი დიასახლისებისთვის სულ მალე ახალი პლატფორმა - Sliceit ჩაეშვება

მზარეულებო და გურმანებო, გემოს რეცეპტორები მოამზადეთ, სულ მალე ახალი ქართული პლატფორმა Sliceit გამოჩნდება, რომელიც კულინარიულ სამყაროში მოგზაურობაში დაგეხმარებათ! 

 

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე კერძის მომზადება განსაკუთრებით კარგად გამოგდით, იღებთ აურაცხელ კომპლიმენტებს, შექებებს და რეცეპტსაც ბევრი გეკითხებათ, Sliceit იდეალური შანსია, რომ გემოების შეხამების ეს უნარი შემოსავლის წყაროდ აქციოთ და თქვენი ნახელავი უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ. 

 

გურმანებმა ყველაზე კარგად იციან სახლში მომზადებული კერძების გამორჩეული და განსაკუთრებული გემო, ამიტომ, ბევრი ფიქრი აღარ მოუწევთ სად ჭამონ უსაფრთხოდ და ძალიან გემრიელად. პლატფორმის გამოყენებით პირდაპირ მზარეულისგან წამოიღებენ სასურველ კერძს, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში კი, მას მზარეული მიუტანთ. 

 

Sliceit ზრდის დასაქმების მასშტაბს და საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ რას ვჭამთ, როგორ მზადდება ჩვენი საყვარელი კერძები და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კულინარიულ სასწაულებს ყოველდღიურად ქმნიან. 

 

 

პლატფორმის გამოყენებით, თუ მზარეული სურვილს გამოთქვამს, შეუძლია მომხმარებლებს საკუთარ სახლში, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ გაუმასპინძლდეს და ქართული სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციები უცხოელ ტურისტებსაც კი გააცნოს.

 

თუ მომავალში რესტორნის გახსნაზე ფიქრობთ, Sliceit დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ რომელი კერძი მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენს მომხმარებლებს, გატესტოთ და აღმოაჩინოთ ისეთი რეცეპტები, რომლებსაც მენიუში დაუფიქრებლად შეიტანთ.

 

და ბოლოს, დატოვეთ თქვენი უნიკალური მიგნება რეცეპტების მუზეუმში, მას არა მხოლოდ დაინტერესებულ პირები, ასევე მომავალი თაობებიც ნახავენ და ზუსტად ეცოდინებათ კერძის ავტორი და შექმნის ისტორია.

 

R