ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეული, რომლის 95% წყალია - ყველაფერი, რაც ყაბაყის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეული, რომლის 95% წყალია - ყველაფერი, რაც ყაბაყის შესახებ უნდა იცოდეთ

ყაბაყი ჩვენში ძალზე პოპულარული სულაც არ არის, თუმცა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადგილობრივ კერძებში. ჩინური სამზარეულოსთვის კი ყაბაყი შეუცვლელი ინგრედიენტია. გოგრის ეს ბუჩქოვანი ნაირსახეობა წარმოშობით მექსიკიდანაა; ადგილობრივ ინდიელებს ის ჩვენს ერამდე ბევრად ადრე ჰქონდათ კულტივირებული.

 

ყაბაყის ფორმა მოგრძოა, ფერი კი სახეობებზეა დამოკიდებული: ხან ყვითელია, ხან თეთრი, ხანაც კი მწვანე.

 

ყაბაყის ყველაზე დიდი სარგებლიანობა ის გახლავთ, რომ ის ნებისმიერი სახით დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ეხმარება კანის სიჯანსაღეს. ნიშანდობლივია, რომ ყველა სახეობის ყაბაყი ერთნაირი შემადგენლობისაა.

 

დაბალკალორიულობის გამო ყაბაყი დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საკმაოდ მკვრივი ბოსტნეულის 95% ჩვეულებრივი წყალია, დანარჩენი ნაწილი კი - ცილები და ნახშირწყლები. ყაბაყი საუკეთესოა წონის კლების პროცესშიც. ის საკვების მიღების შემდეგ ნაყროვანების შეგრძნებას აჩენს და ჭამის სურვილი ქრება.

 

ყაბაყის პიცა (დიეტური)  - რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

გარდა ამისა, ყაბაყი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს. მათ შორისაა: მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ტიტანი, ლითიუმი, მოლიბდენი, თუთია და სხვა. კალიუმი ყაბაყში ასჯერ მეტი რაოდენობითაა, ვიდრე, მაგალითად, ნატრიუმი. ეს ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომაც ყაბაყი ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან განთავისუფლებაში აქტიურად ეხმარება.

ყაბაყი ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინსაც შეიცავს: პროვიტამინ А-ს (კაროტინს), ნიკოტინმჟავას, В1, В2 და С ვიტამინებს.

 

გააგრძელეთ კითხვა