მარწყვი ზემოდან რომ არ დარბილდეს და ფერი არ დაეკარგოს.. - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები - Gemrielia.ge

მარწყვი ზემოდან რომ არ დარბილდეს და ფერი არ დაეკარგოს.. - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები

 

არ წყდება მარწყვის ტორტის მზადება, ყოველ დღე, ჩვენი მკითხველები, სხვადასხვა ვარიეციებს გვთავაზობენ. რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ მარწყვის ტორტის მომზადება 2 დღით ადრე გვიწევს და არ გვინდა ზემოდან ფერი ან ფორმა დაეკარგოს? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრებმა გაგვცეს:  

 

 

უფერო ჟელატინში ამოავლეთ მარწყვი - 1 პატარა შეკვრა, უფერო ჟელატინს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული და გაგრილებული წყალი, როცა გაფუვდება და მიიღებთ მასას, სულ რაღაც 2 წუთით დადგით გაზზე, ანუ გაალღვეთ, არ აადუღოთ და შემდეგ ამოავლეთ მარწყვი, რაც დარჩება შეგიძლიათ ცალკე მარწყვსაც მოასხათ“ - თეა

 

 

 

 

გამოყენების დროს მორთეთ გარედან მარწყვი და ფენებს შორის არ ფუჭდება - მანანა

 

 

შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კარამელი, რომელიც ინახავს ხილს - ცისანა ხაჩიძე

 

 

ნეიტრალურ გელში ამოავლეთ მარწყვები. გელი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში, ჟელატინზე მზადდება - ეკატერინა ლონგიშვილი.