როგორ დავარბილოთ ძროხის მაგარი ხორცი - 5 რჩევა „ბებერი“ ხორცის დასარბილებლად - Gemrielia.ge

როგორ დავარბილოთ ძროხის მაგარი ხორცი - 5 რჩევა „ბებერი“ ხორცის დასარბილებლად

გიყვართ ხორციანი კერძები, მაგრამ გიჭირთ შესაბამისი ხარისხის ხორცის შერჩევა? - ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ძველი, მაგარი ხორცისგან წვნიანი და გემრიელი კერძები.


1. მოათავსეთ ხორცი გახურებულ ტაფაზე და შეწვით მაღალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში.

2. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, დაახურეთ თავსახური და გაზს დაუწიეთ.

3. ჯანჯაფილის (კოჭას) წვენში შედის ნივთიერება, რომელიც შლის ცილებს და მაგარ ხორცს არბილებს. საკმარისია ძროხის ხორცი 30-40 წუთით ჯანჯაფილის წვენში შუშოთ.

 

 

"ბებერი", ძველი ხორცის დარბილებაში ლიმონის კანი დაგეხმარებათ

1. დაჭერით ხორცი ნაჭრებად და მოათავსეთ ცხელ ტაფაზე.

2. დაუმატეთ რამდენიმე ლიმონის ქერქი.

3. კერძის მომზადების შემდეგ ქერქი არ გადაყაროთ.

4. ლიმონის ქერქი დასრისეთ კოვზით, აურიეთ ხორცის წვენში, რომელიც შეწვის შემდეგ დარჩა, გადმოიღეთ ხორცი თეფშზე, მოასხით წვენი და გააფორმეთ მწვანილის ტოტებითა და სტაფილოთი.

5. არასდროს დააყაროთ მარილი ხორცს უშუალოდ შეწვის წინ. ასე ის ბევრ წვენს და, შესაბამისად, გემოს დაკარგავს. მარილი მომზადების ბოლოს უნდა მოაყაროთ.