როგორ გავახაროთ ბოსტანი ფანჯრის რაფაზე - გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველდღე ცოცხალი მწვანილით დატკბებით - Gemrielia.ge

როგორ გავახაროთ ბოსტანი ფანჯრის რაფაზე - გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველდღე ცოცხალი მწვანილით დატკბებით

ქალაქში, ფანჯრის რაფაზე, შესანიშნავი მინი-ბოსტნის გაშენება შეიძლება. სახლის პირობებში, ქოთანში კარგად ხარობს ოხრახუში, რეჰანი, როზმარინი, პიტნა, კამა, ტარხუნა, ქონდარი და ა.შ. თუ ბოსტნის გაშენებას გადავწყვეტთ, რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ.

მცენარეებისვის სასურველია სამხრეთის ან დასავლეთის მხარე შევარჩიოთ, სადაც მზე უფრო დიდხანს ჩერდება. 

უმჯობესია, მიწა სპეციალურ მაღაზიაში შევიძინოთ. ის უფრო ფხვიერია,  გამდიდრებულია ტორფით, ქვიშით. ჩვეულებრივი ბაღის მიწა მორწყვის შემდეგ მაგრდება და იტკეპნება.

თუ მცენარე კერამიკის ქოთანშია, მას მორწყვა უფრო ხშირად დასჭირდება.

ქოთნის ძირში, აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟი, ეყაროს მსხვილი ქვები, ზემოდან კი დაიფაროს გრუნტით.

მცენარე პირდაპირ ქოთანში უნდა ჩაითესოს. პეროიდულად უნდა მოვრწყათ. ამოსვლის შემდეგ, შესაძლოა გამოხშირვა დასჭირდეს. შეგვიძლია იგივე ქოთანში გადავრგოთ, უფრო თავისუფალ კუთხეში.

ზედმეტი მწვანილი შეგვიძლია გავაშროთ და ისე შევინახოთ. ოხრახუში და ბაზილიკი თითქმის ყველა კერძს უხდება. ხორცს ყველაზე ხშირად როზმარინს, სალბს, ტარხუნას, პიტნას (ცხვარს, ბატკანს) ამატებენ. წვნიანებს ქონდარი, ქინძი, ორეგანო უხდება, ბოსტნეულის კერძებსა და სალათებს ტარხუნა, წიწმატი,  ქინძი გაამდიდრებს. 

სახლის პირობებში მწვანე ხახვის მოყვანაც შეიძლება. დიდი ზომის პლასტიკის ბოთლს ნახვრეტები უნდა გავუკეთოთ, ამოვავსოთ მიწით, თან ნახვრეტებთან ხახვის თავები ჩავაყოლოთ, ისე, რომ ყუნწი ნახვრეტისკენ იყოს მიმართული.  ხახვის მწვანე ფოჩები სწორედ ამ ხვრელებში ამოიზრდება.