ქვეყანა, რომელმაც ევროპას გოგრა, სიმინდი და ტკბილი კარტოფილი აჩუქა - გაიცანით დაუვიწყარი კუბური სამზარეულო
ესპანეთი, აფრიკა,კარიბის ქვეყნები - ეს სწორედ ის ადგილებია, რომლთა გავლენით და შერწყმითაც ჩამოყალიბდა კუბური გასტრონომია. დღევანდელ რუბრიკაში შევეცდებით ახლოს გაგაცნოთ კუბური სამზარეულოს თავისებურებანი.
კუბელები ინარჩუნებენ იმ კულინარიულ ტრადიციებს რომელიც მათ ადგილობრივმა ინდიელებმა დაუტოვეს. მოგვიანებით მას კარგად შეერწყა ესპანური და აფრიკული სამზარეულოები, რამაც მოგვცა თანამედროვე კუბის გასტრონომია. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ აფრიკულმა წეს-ჩვეულებებმა კუბაში ესპანელების მიერ ჩაყვანილი შავკანიანი მონების წყალობით ჩააღწია, რომლებსაც შაქრის ლერწმის პლანტაციებში ამუშავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმცირესობაში იყვნენ, მაინც მოახერხეს ადგილობრივ სამზარეულოზე თავიანთი დიდი გავლენის მოხდენა და შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი სამზარეულო კულტურის ჩამოყალიბება.
კუბაში ჩასულმა ევროპელებმა მრავალი ახალი პროდუქტი გაიცნეს, რომელთაც ადგილობრივები საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, გორგლი, იუკა, ტკბილი კარტოფილი, ბამია, გოგრა, გუავა, სიმინდი და ჩილის წიწაკა, რომელსაც ისინი კუბურ წიწაკად მოიხსენიებენ. კარიბის ზღვაში მდებარე კუბა მდიდარია ზღვის პროდუქტებით. მათ კერძებში გამოყენებული თევზების სრული სია საკმაოდ გრძელია, თუმცა მრავალთაგან გამოარჩევენ: ზვიგენებს, ხმალთევზებს, კავამებს, კალმახს, ქორჭილასა და გრუპერებს. კუბელები ასევე იყენებენ არა მხოლოდ ფრინველების, არამედ დიდი ქვეწარმავლების ხორცს, როგორებიცაა: იგუანა და კუბური ნიანგი.
ესპანელმა კოლონიზატორებმა ზუსტად აღწერეს კუბური ტრადიციული კერძების რეცეპტები, რომელთაგანაც განსაკუთრებულად კასაბესა და ახიაკოს გამოყოფდნენ.
გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ