3 გემრიელი და ბიუჯეტური რეცეპტი - რას მოამზადებ 5 ან 10 ლარად?
ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება სწრაფად და ბიუჯეტურად. ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, უმრავლესობას არ რჩება ბევრი დრო სამზარეულოში ფუსფუსისთვის. საბედნიეროდ, ბევრი სწრაფად მოსამზადებელი კერძი არსებობს, რომელთაც სამსახურიდან დაბრუნებული, სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ.
ჩვენ შევარჩიეთ სამი ბიუჯეტური რეცეპტი, რომლებიც მარტივ ჭეშმარიტებას ამტკიცებს: გემრიელი არ ნიშნავს ძვირს!
ამ სამი კერძის ინგრედიენტების ფასები ყველაზე ბიუჯეტური მაღაზიათა ქსელის - „2 ნაბიჯის“ მიხედვით გამოვთვალეთ. ამ კერძების ინგრედიენტები 5-დან მაქსიმუმ 10 ლარამდე დაგიჯდებათ. „2 ნაბიჯში“ სხვა მარკეტებთან შედარებით ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და ყოველდღიურად, გარკვეულ პროდუქციაზე აქციები და ფასდაკლებებია წარმოდგენილი.
1. შაკშუკა
„შაკშუკა“ ცნობილი ებრაული კერძია, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, ნოყიერი და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
• კვერცხი 5 ცალი
• ზეთი 1 ს/კ
• ხახვი 1 დიდი თავი
• ნიორი 2 კბილი
• წითელი ბულგარული წიწაკა 1 ცალი
• პომიდორი 4 ცალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვის გახეხილი პომიდორი)
• ტომატის პასტა 2 ს/კ
• ძირა ნახევარი ჩაის კოვზი
• პაპრიკა 1 ჩ/კ
• შავი პილპილი მწიკვი
• მარილი გემოვნებით
• ოხრახუში გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ. ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. როდესაც ხახვი გამჭვირვალე გახდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 2 წუთი კიდევ შუშეთ.
2. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა. 5 წუთის შემდეგ, ჩაასხით ტაფაში გახეხილი (ან დაბლენდერებული) პომიდორი და ტომატის პასტა. 7 წუთის შემდეგ, დაუმატეთ მარილი და სხვა სანელებლები.
3. სოუსში სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები (არ აურიოთ), დაახურეთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წთ. სულ ბოლოს, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
2. პასტა არაჟნის სოუსითა და პიტნით
ეს სოუსი უსწრაფესად მზადდება. კერძი კი ბიუჯეტური და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
• მაკარონი 500 გრ.
• არაჟანი 400 გრ.
• პიტნა (ხმელი) ნახევარი ჩ/კ.
• ყველი 200 გრ.
• ორეგანო, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ მაკარონი ბევრ წყალში. პარალელურად, ღრმა ტაფაში ჩაასხით არაჟანი, შეურიეთ გახეხილი ყველი და დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ ყველი არ ჩადნება. შემდეგ, ჩაუმატეთ პიტნა, ორეგანო და პილპილი.
2. მოხარშული მაკარონი გადაიტანეთ სოუსიან ტაფაში და კარგად ამოურიეთ. თუ სოუსი სქელი გამოვა, მაკარონის ნახარშით გაათხელეთ.
3. რაც შეეხება მარილს სოუსში, ყველის სიმლაშის მიხედვით, საჭიროებისამებრ დაუმატეთ.
3. ბანანის კექსი
გემრიელი დესერტი ჩაისთვის.
ინგრედიენტები:
• ბანანი 3 ცალი (მწიფე)
• კვერცხი 2 ცალი
• შაქარი 1 ჭიქა (თუ ნაკლებად ტკბილი გსურთ, ნახევარი ჭიქა უყავით)
• კარაქი 100 გ.
• ვანილინი 1 პაკეტი
• გამაფხვიერებელი 1 პაკეტი (10 გ.) ან სოდა, 1 ჩ/კ
• ფქვილი 1,5 ჭიქა
მომზადების წესი:
1. ბანანი დააბლენდერეთ, შეურიეთ კვერცხი, შაქარი და დარბილებული კარაქი. კარგად ათქვიფეთ.
2. ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი. შემდეგ შეათქვიფეთ ბანანის მასას.
3. მოათავსეთ მასა ფორმაში (ფორმას კარაქი წაუსვით). შეგიძლიათ ზემოდან დაჭრილი ბანანები დაადოთ.
4. აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წთ. ბოლოს, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
დაზოგვას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, როცა თქვენს სახლთან ახლოს, სულ რაღაც 2 ნაბიჯში ყველაზე დაბალი ფასებია.
გემრიელად მიირთვით!