3 მარტივი და გემრიელი სალათა თინუსის კონსერვით - Gemrielia.ge

3 მარტივი და გემრიელი სალათა თინუსის კონსერვით

 
თინუსი მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ თევზად მიიჩნევა. ბევრი ქვეყნის სამზარეულოში, თინუსს საპატიო ადგილი   უჭირავს. გარდა იმისა, რომ ამ თევზით მომზადებული კერძები ძალიან გემრიელია, ისინი ძალიან სასარგებლოცაა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, წნევის რეგულაციისთვის, კარგი მხედველობისთვის, ადეკვატური და სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, წონის კლებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, საჭირო ენერგიის გამომუშავებისთვის, კიბოს პრევენციისთვის, დეპრესიასთან ბრძოლისთვის...

 

გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სამი ყველაზე მადისაღმძვრელი რეცეპტი, რომლის გაკეთებასაც არ სჭირდება ბევრი დრო და ძალისხმევა. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეცეპტებში Dardanel-ის თინუსის კონსერვია გამოყენებული. „დარდანელი“ თინუსის მსოფლიოში ნომერი პირველი მწარმოებელია, საქართველოში კი მისი პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენელი „ევროპროდუქტის“ სუპერმარკეტების ქსელია.

 

როგორც „დარდანელის“ ბრენდ მენეჯერი ანა კოპაძე გვეუბნება 3 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თინუსთან მიმართებაში არის:

 

1.    ინგრედიენტებში თევზის წონა წვენის გარეშეა მითითებული

2.    იმისათვის, რომ სალათა საუცხოოდ გემრიელი გამოვიდეს, აირჩიეთ ხარისხიანი თინუსის კონსერვი

3.    თინუსის კონსერვიდან უნდა გადაწუროთ წვენი და რბილობი ჩანგლით უნდა დაშალოთ

 

1. სალათა თინუსით, ავოკადოთი, კიტრითა და ნიახურით

 

 

 

ინგრედიენტები:

 

•    ავოკადო 1 ცალი;

•    კიტრი 1 ცალი;

•    ნიახურის ფესვი ½;

•    წითელი ხახვი ¼;

•    თევზის კონსერვი Dardanel თინუსი საკუთარ წვენში 160 გ;

•    ოხრახუში ან ქინძი რამდენიმე ღერი;

•    ზეითუნის ზეთი 1 ს/კ;

•    ლიმონის წვენი 1 ს/კ;

•    მარილი, პილპილი გემოვნებით. 

 

 

მომზადების წესი:

 

1.    დაჭერით ავოკადო და კიტრი საშუალო ზომის ნაჭრებად. ნიახური და ხახვი - წვრილად. 

2.    დაუმატეთ თინუსი (ჩანგლით დაშალეთ), დაჭრილი მწვანილი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. 

3.    ავოკადოც მსუბუქად დაჭყლიტეთ ჩანგლით და სალათს კარგად აურიეთ. 

 

2. სალათა თინუსით, ლობიოთი და პომიდორი „ჩერით“

 

 

ინგრედიენტები:

 

•    პომიდორი „ჩერი“ 10 ცალი;

•    თევზის კონსერვი Dardanel თინუსი 4 მარცვლით, 185გ

•    თეთრი ლობიო (მოხარშული ან კონსერვის) 200 გ;

•    მწვანე ხახვი რამდენიმე ღერი;

•    ზეითუნის ზეთი 2 ს/კ;

•    ლიმონის წვენი 2 ს/კ;

•    მარილი, პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

 

1.    პომიდორი გაჭერით შუაზე.

2.    დაუმატეთ თინუსი (ჩანგლით დაშალეთ), ლობიოს მარცვლები,  დაჭრილი ხახვი, ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და აურიეთ. 

 

3. სალათა თინუსით, სიმინდითა და კვერცხით

 

 
ინგრედიენტები:

 

•    კვერცხი 1 ცალი;

•    წითელი ხახვი ½;

•    თევზის კონსერვი Dardanel თინუსი სალათა სიმინდით 185 გ  

 

 

•    მაიონეზი 2 ს/კ;

•    მწვანე ხახვი რამდენიმე ღერი;

•    მარილი, პილპილი გემოვნებით. 

შეგიძლიათ დაუმატოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები თქვენი გემოვნებით. 

 

მომზადების წესი:

 

1.    მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გაჭერით 4 ნაწილად.

2.    ხახვი დაჭერით ნახევრად რგოლებად. დაუმატეთ თინუსი, მაიონეზი, მარილი, პილპილი და აურიეთ ცოტაოდენ თინუსის წვენში. მორთეთ სალათა მოხარშული კვერცხით და დაჭრილი მწვანე ხახვით. 

 

იმედი გვაქვს, მოგეწონებათ ეს რეცეპტები და ხშირად მოამზადებთ.

 

გემრიელად მიირთვით!