ზაფხულის დიეტა - როგორ ვიკვებოთ, რომ წონაში დავიკლოთ და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ
ზაფხულში ორგანიზმს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. თუ გარეთ დიდი ხნით გიხდებათ ყოფნა, იზრდება დეჰიდრატაციის, კანის გამოშრობის, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობის რისკი.
ამერიკელი დიეტოლოგის, ჯული კეის თქმით, არსებობს ძალიან მარტივი და გემრიელი მეთოდი, თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები - დიეტოლოგი გვირჩევს, მივირთვათ სეზონური ხილი და ბოსტნეული.
პომიდორი
პომიდორში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები და C ვიტამინია, ასევე - ფიტოქიმიური ნივთიერებები, როგორიც არის ლიკოპენი, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს ებრძვის.
საზამთრო
ეს ხილი დეჰიდრაციის საწინააღმდეგოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა, სითხის მიღება მაღალი ტემპერატურის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიეტოლოგი ჰენელ ფანქი ამბობს, რომ საზამთროში წყლის დიდი რაოდენობაა, ამიტომ მისი მიღების შემთხვევაში სითხის ბალანსს შეინარჩუნებთ.
საზამთროში, ასევე, არის ლიკოპენი, რომელიც კანის უჯრედებს მზისგან დაზიანებისგან იცავს.