მაკარონი სწრაფად რომ მოიხარშოს... - 10 ხრიკი, რომლებიც კერძების სწრაფად მომზადებას გასწავლით
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გაზქურასთან დგომის თავი დიასახლისების უმეტესობას არა აქვს. ოჯახის წევრები მშივრები რომ არ დარჩნენ, ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ კერძები სწრაფად.
მაკარონი სწრაფად მოიხარშება, თუ...
ყველამ იცის, რომ მაკარონი ქვაბში მას შემდეგ უნდა ჩაიყაროს, რაც წყალი ადუღდება, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს. მაღალგვერდიან ტაფაში ცივი წყალი ჩაასხით, მაკარონი ჩაყარეთ და მოხარშეთ. პროფესიონალი მზარეულები ამბობენ, პასტა სწრაფად მოიხარშებაო.
ჩაალბეთ პარკოსნები და ბურღულეული
მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე (უმჯობესია, მთელი ღამით) ჩაალბეთ ბრინჯი, წიწიბურა, ოსპი, ლობიო და ა.შ. ისინი სწრაფად მოიხარშება.
დარჩა? გაყინეთ
თუ ბევრი ბრინჯი მოხარშეთ, პლასტიკატის კონტეინერში ან პაკეტში მოათავსეთ და გაყინეთ.
გაყინეთ ხილი და ბოსტნეული
წვნიანის მომზადებისას თუ ბევრი ბოსტნეული ან მწვანილი დაჭერით, ისინიც ბრინჯის მსგავსად შეგიძლიათ შემდეგ გამოყენებამდე გაყინოთ.
დაჭრილი ბანანი რომ არ გაგიშავდეთ ისიც გაყინეთ. შემდეგ კი სმუზებსა და კოქტეილებში გამოიყენებთ.
ნიორი ბოლოში
გარჩეული ნიორი სადილს ბოლოში დაუმატეთ. საქმე იმაშია, რომ შეწვის დროს ნიორი სწრაფად მუქდება, უარესად მწარდება და სადილს უსიამოვნო გემოს სძენს.