მასში გაცილებით მეტი C ვიტამინია, ვიდრე მწვანე სალათის ფურცლებში - გაიგეთ, რატომ უნდა მიირთვათ ბოლოკი - Gemrielia.ge

მასში გაცილებით მეტი C ვიტამინია, ვიდრე მწვანე სალათის ფურცლებში - გაიგეთ, რატომ უნდა მიირთვათ ბოლოკი

ბოლოკი დღეს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა მის სამშობლოდ შუა აზიას მიიჩნევენ. ამ რეგიონის ქვეყნებში ის უძველესი დროიდან არის ცნობილი. დიდი პატივისცემით სარგებლობდა  ბოლოკი ძველ ეგვიპტეში, იაპონიასა და ძველ საბერძნეთში. ამ ქვეყნებში ის ტრადიციულად ფართოდ მოხმარებადი პროდუქტია. ძველი რომაელები ზამთრის ბოლოკს ძმრით, მარილითა და თაფლით მიირთმევდნენ.


ევროპელებმა ბოლოკი მე-16 საუკუნეში გაიცნეს. მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპაში გავრცელებულ ბოლოკს სტაფილოს (რამდენადმე წაგრძელებული) ფორმა და თეთრი ქერქი ჰქონდა. რუსეთმა ბოლოკი პეტრე პირველის წყალობით გაიცნო. თურმე მეფემ ძირხვენა პირველად ამსტერდამში ყოფნისას ერთ-ერთ ვაჭართან.

 

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

 

ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, C ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული.

 

ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელების და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს.

 

 

ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების - ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება, ასე რომ,  თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ.

 

ვიტამინებისა და მინერალური მარილების შემცველობით ბოლოკი კარტოფილსაც კი ჯაბნის. თანაც მას უმად, თერმული დამუშავების გარეშე მივირთმევთ, ასე რომ, დანაკარგისგან დაზღვეულები ვართ. 100 გ ბოლოკში 20 მგ C ვიტამინია - გაცილებით მეტია, ვიდრე მწვანე სალათის ფურცლებში. ასევე მაღალია მასში B ჯგუფისა და PP ვიტამინების შემცველობაც.
ასე რომ, მიაჩვიეთ პატარა ბოლოკის ჭამას. დაუჭერით პატარ-პატარა კუბიკებად და კიტრთან, სალათის ფურცლებთან, მწვანე ხახვთან ერთად ზეთითა და ლიმონის წვენით შეუზავეთ.

 

 

საყურადღებოა:
 

  • 100 გრამი ბოლოკი დაახლოებით 20 კკალორიას შეიცავს.
  • ბოლოკი ფრთხილად უნდა მიირთვან კუჭისა და ნაწლავების ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებმა - შესაძლოა, ძირხვენებმა დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.

 

მეტი ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ mkurnali.ge-ზე