დუკანის 7 დღიანი დიეტა - იგი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ... - Gemrielia.ge

დუკანის 7 დღიანი დიეტა - იგი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ...

დუკანის პირველადი დიეტის მსგავსად, დიეტის ამ ვარიანტშიც აკრძალული და დაშვებლი პროდუქტები უცვლელია. დიეტა იწყება ორშაბათს და კვირას მთავრდება. მომდევნო კვირას იმეორებთ ყველაფერს ისევე, როგორც პირველ კვირაში და ასე გრძელდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. დიეტა აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოთ. მთელი დიეტის განმავლობაში აუცილებელია: - დღის განმავლობაში 1.5 ლიტრი წყლის დალევა; - შვრიის ქატოს მიღება – დღეში 1.5 ს/კ (შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სახით, მათ შორის, გამოაცხოთ პური) - დღეში 30 წუთი ფეხით სიარული. ორშაბათი მიირთმევთ მხოლოდ ცილოვან პროდუქტებს, რაც შეტევის დღეებშია დაშვებული. როგორც პირვანდელ დიეტაში, აქაც შეუზღუდავია რაოდენობა და ჭამის საათებიც არ გაქვთ განსაზღვრული. არ უნდა დაგავიწყდეთ ქატო 1,5 კოვზი, 1,5 ლ წყლის დალევა და მინიმუმ 30 წუთი ფეხით სიარული, შეგიძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში 15-15 წუთი ისეირნოთ! სამშაბათი ორშაბათს დაშვებულ პროდუქტებს ემატება ბოსტნეული, რაც მეორე ფაზაშია დაშვებული ყველა, არ აქვს მნიშვნელობა საკვებისგან როგორ კომბნაციას გააკეთებთ, მთავარია მიიღოთ ბოსტნეული და ცილოვანი საკვები! ოთხშაბათი ორშაბათსა და სამშაბათს დაშვებულ პროდუქტებს დღეს ემატება ხილი, გამონაკლისია, ბანანი, ყურძენი, ჩირეული, ყველანაირი ხილი სიროფის სახით და თხილეული. შეგიძლიათ მიირთვათ გაყინული ხილი ან კომპოტი, თუ არ აქვს შაქარი დამატებული. ხილის რაოდენობა შეუზღუდავი არაა. მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ: ერთი პატარა ჯამი მარწყვი ან ჟოლო ან 1 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი მანდარინი, 2 ცალი საშუალო ზომის კივი, 1 ცალი საშუალო ან დიდი ზომის ვაშლი. ეცადეთ, რომ ხილი საღამოს მიირთვათ, რადგან ხილში შემავალი ფრუქტოზა ხელს უწყობს კარგ ძილს.

გააგრძელეთ კითხვა