როგორ მზადდება ყაყაჩოს ფხალი – რეცეპტები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მზადდება ყაყაჩოს ფხალი – რეცეპტები დიასახლისებისგან

 

 

ინტერნეტ სივრცეში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ყაყაჩოს ფხალმა გამოიწვია. ის ნამდვილად არსებობს და როგორც ამბობდენ, განსაკუთრებული არომატითაც გამოირჩევა. გიზიარებთ გამოცილი დიასახლისების რეცეპტებს: 

 

 

 

მოკრიფეთ ქორფა ყაყაჩო და გარეცხეთ, გასუფთავებული ჩადეთ ადუღებულ წყალში, მოხარშეთ. მოხრაკეთ ხახვი, დაამატეთ ზეთი და ქონი, გადაწურეთ მხალი და ჩაკეპეთ, შემდეგ ჩადეთ ხახვიან ტაფაში მარილი, თუ გსურთ ქინძიც დაამატეთ – რუსუდან უცუნაშვილი. 

 

 

 

მოხარშეთ და გაწურეთ, შემდეგ დაკეპეთ. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთთან, დააყარეთ ზემოდან ყაყაჩო და ბოლოს ქინძი და კამა, ესეც წვრილად დაჭრილი. მარილი გემოვნებით. უგემრიელესია – ლელა ელიკაშვილი 

 

 

 

                      ფოტო: ნინო რომელაშვილი

 

 

 

გარეცხეთ, შემდე დაასხით წყალი, იმდენი უნდა რომ ხედავდეთ. როდესაც მოიხარშება კარგად გაწურეთ და ჩაკუწეთ, შემდეგ მოდაღეთ დაკუწული ხახვი და მოასხით. დაჭერით ბევრი ქინძი, კარგად რომ ეტყობოდეს და მარილი გემოვნებით. აურიეთ და მიირთვით – ნინო შუშანაშვილი. 

 

 

 

ყაყაჩოს ფოთლები, როგორც მწვანილი, ისე გაარჩიეთ, გარეცხილი მდუღარე წყალში ჩაყარეთ და 5 წუთიც არ უნდა, ამოიღეთ და გაწურეთ, შემდეგ ხახვი მოუშუშეთ ფხალთან ერთად, დანარჩენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ. ძალიან გემრიელი ფხალი გამოდის – თამრიკო