მისი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ადამიანი წონაში იკლებს... - ახლიდან აღმოაჩინეთ ალუბალი (+ სამკურნალო რეცეპტები ხალხური მედიცინიდან) - Gemrielia.ge

მისი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ადამიანი წონაში იკლებს... - ახლიდან აღმოაჩინეთ ალუბალი (+ სამკურნალო რეცეპტები ხალხური მედიცინიდან)

ალუბლის ახლადმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას; ასევე, B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, ფოლის მჟავას, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმსა და იოდს.

ალუბლის წვენი კი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია მივიღოთ, როგორც ანტიმიკრობული საშუალება.

ალუბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ასევე კარგად კლავს წყურვილის გრძნობას.

ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ადამიანი წონაში იკლებს.
 

 

ალუბალი  ნამდვილად  ლიდერობს თავისი სასaრგებლო თვისებებით, რითაც  ძალიან დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობზე. სასარგებლოა არა მარტო ნაყოფი, არამედ: ფოთლები, ყუნწები, ქერქი სამკურნალოა, შხამიანი კურკის გულსაც კი იყენებენ ხალხურ მედიცინაში:

ალუბლის კურკის გულს თუ გახეხავთ და კომპრესის სახით პოდაგრაზე დაიდებთ, გიშველით.

ვისაც კუჭის შეკრულობა აქვს, ბევრი ალუბალი უნდა ჭამოს.

კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნევრასთენიის, დეპრესიისა და სხვა ნევრო-ფსიქიკურ დაავადებებზე. ვისაც აწუხებს სკლეროზი, დღეში 1კგ-მდე ალუბალი უნდა მიიღოს და დააყოლოს 1,5-ლ რძე.
 

 

ალუბლის ხის ქერქის ნახარში შველის რევმატიზმს და კრუნჩხვებს: 1ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს ასხავენ 1ჩ/ჭ ცივ წყალს, ადუღებენ 10-15წთ. აჩერებენ, წურავენ, სვამენ დღეში 1-2 ჭიქას.

ფოთლებს ყურადღება უნდა მიაპყრონ გულით ავადმყოფებმა. ის შეიცავს კუმარინს – ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას და ეწინააღმდეგება თრომბის წარმოქმნას. ფოთლების ნახარში გამოიყენება გულის იშემიის, ინფარქტის და ინსულიტის დროს.

ყუნწები ძლიერი შარდმდენია. ჰიპერტონიის დროს 2ჩ/კ დაქუცმაცებულ ყუნწებს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გავაჩეროთ, დავლიოთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში.