სილამაზის საოცარი რეცეპტები კარტოფილისგან
- გაფცქვნილი უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, ფაფა მოათავსეთ ორ ფენა მარლაში, დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი რეკომენდებულია მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ასევე სახის შეშუპებისა და ნაოჭებისთვის. გამონაყრის დროს ნიღაბი გაიჩერეთ 1-2 საათი
- მგრძნობიარე კანისთვის კარგია სახის სახამებლის კლეიტერით დაბანა. ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი გახსენით ერთ სუფრის კოვზ ცივ წყალში. როცა ფქვილი კარგად გაიხსენება, დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ. მიღებული კისელი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და ამ მასით დაიბანეთ სახე.
- გაფცქვენით კარტოფილი და თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაიდეთ ნაჭრები სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიაბენთ თბილი წყლით. პროცედურა ათეთრებს, ატონიზირებს კანს, ხდის მას მკვრივს და სძენს ბუნებრივ სიბზინვარეს.
- დასაბანი პასტა მშრალი კანისთვის. რძეზე ან წყალზე მომზადებულ კარტოფილის პიურეს (არაჟნის კონსისტენციის) დაუმატეთ ჩაის კოვზი ბორის მჟავა, ჩაის კოვზი (არასავსე) საპარსი კრემი და კარგად აურეთე. პასტა სახეზე მსუბუქად გაინაწილეთ თითებით და ერთ წუთში ჩამოიაბენთ ცივი წყლით. ეს მასა საოცრად ასუფთავებს კანს და მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში.
- გახეხეთ უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე და გაწურეთ მარლაში. წაისვით წვენი სახეზე, ან დაასველეთ მასში მარლა (ხელსახოცი) და დაიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებზე. კარტოფილის წვენი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა, გამოიყენება გამონაყრის, დამწვრობის, მტკივნეული მაზოლების დროს. ასევე კარგია თვალის ჩამოსიებული უპეებისთვის.
- მოშვებული კანისთვის საუკეთესოა: კანიანად მოხარშული კარტოფილის გული გაქენით ერთ ჩაის კოვზ არაჟანში, რძეში, ზეითუნის ზეთსა და გლიცერინში. ნიღაბი დაიდეთ სახეზე, ზემოდან დაიფინეთ ხელსახოცი და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნიღბის თბილი წყლით ჩამობანვის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.