მარტივად მოსამზადებელი, საუცხოო გემოს მქონე დესერტები, რომლითაც შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენთ - Gemrielia.ge

მარტივად მოსამზადებელი, საუცხოო გემოს მქონე დესერტები, რომლითაც შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენთ

იდეალური დესერტის საიდუმლო მისი მომზადების ტექნიკასა და ინგრედიენტების ხარისხშია. თუ ინგრედიენტები უხარისხოა, დესერტიც შესაბამისი გამოვა. 

 

ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი გამომცხვარ დესერტებში, კარაქია. არასწორად შერჩეულმა კარაქმა შეიძლება კერძი გააფუჭოს. უხარისხო კარაქის არაერთგვაროვანი  კონსისტენცია აქვს და ადვილად იჭრება. აჭრილი კარაქი აფუჭებს ბისკვიტსაც და კრემსაც. ამასთან, მნიშვნელოვანია კარაქის გემოვნური თვისებები. ნაღების კარაქით მომზადებული დესერტი ათასჯერ უფრო გემრიელია, ვიდრე მარგარინით. 

 

დესერტების მოსამზადებლად იდეალურია პრემიუმ კლასის დანიური კარაქი - „ლურპაკი“,   რომელსაც რეკომენდაციას უცხოელი შეფ-მზარეულებიც უწევენ.   

 

 

გთავაზობთ  3 უგემრიელეს დესერტს, რომლის მომზადებითაც ნამდვილად მოახდენთ შთაბეჭდილებას სტუმრებზე და ოჯახის წევრებზე:

 

1. შოკოლადის ბრაუნი

 

 

ინგრედიენტები:

 

•    200 გრ კარაქი

•    300 გრ შაქარი

•    2 კვერცხი

•    1 კვერცხის გული

•    120 გრ ხორბლის ფქვილი

•    50 გრ კაკაოს ფხვნილი

•    გამაფხვიერებელი 1 პაკეტი

•    მარილი ½ ჩაის კოვზი მარილი

•    150 გრ პეკანი (ან ნიგოზი), უხეშად დაჭრილი

•    150 გრ შოკოლადი, უხეშად დაჭრილი.

 

მომზადების წესი:

 

1.    გაახურეთ ღუმელი 170 ° C- ზე.

2.    კარაქი და 100 გრ შაქარი გაადნეთ ქვაბში დაბალ ცეცხლზე.

3.    ცალკე თასში ათქვიფეთ დარჩენილი შაქარი კვერცხთან და კვერცხის გულთან ერთად.

4.    ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი კარაქის ნარევი კვერცხის მასაში  და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5.    გაცერით ფქვილი, შეურიეთ კაკაოს ფხვნილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ნახევარი პეკანი და შოკოლადი. მასა რეზინის შპატელით კარგად ამოურიეთ.

6.    დააფინეთ საცხობი ქაღალდი 22 ხ 22 სმ-იან საცხობ ფომაში, დაასხით ცომი. გაასწორეთ ზედაპირი და ზემოდან მოაყარეთ შოკოლადი და პეკანი.

7.    აცხვეთ 25-30 წუთი. ზედაპირი უნდა იყოს პრიალა და ცოტათი დაბზარული, ხოლო ნამცხვარი შუაში ოდნავ რბილი. ბოლომდე გამომცხვარი არ უნდა იყოს.
სანამ  ბრაუნს დაჭრით, დააცადეთ გაგრილება. 

 

 

 

2. ლიმონის კექსი

 

 

ინგრედიენტები:

 

1.    280 გრ ხორბლის ფქვილი

2.    120 გრ ნუშის ფქვილი (შეიძლება ჩაანაცვლოთ ხორბლის ფქვილით)

3.    ½ ჩაის კოვზი მარილი

4.    225 გრ კარაქი, ოთახის ტემპერატურის

5.    450 გრ შაქარი

6.    2  ცალი ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი

7.    4 კვერცხი

8.    125 მლ რძე

9.    50 გრ ყაყაჩოს თესლი

10.    ლიმონის სიროფი

11.    200 გრ შაქარი

12.    125 მლ ახალი ლიმონის წვენი (დაახლოებით 2 დიდი ლიმონი)

 

ლიმონის მინანქარი

 

1.    175 გრ შაქრის პუდრი

2.    2 სუფრის კოვზი ახალი ლიმონის წვენი  

 

მომზადების წესი:

 

1.    შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, ნუშის ფქვილი და მარილი და გადადეთ გვერდზე.

2.    ათქვიფეთ კარაქი, შაქარი და ლიმონის ცედრა მიქსერის მაღალი სიჩქარით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.

3.    ათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ.

4.    თანდათანობით დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და რძე ცომში, პერიოდულად ურიეთ.
5.    დაამატეთ ასევე ყაყაჩოს თესლი და კარგად მოურიეთ.

6.    ცხიმიანი დიდი ზომის 24 სმ (2 ლიტრიანი) ტორტის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით მასში ცომი.

7.    გამოაცხვეთ დაახლოებით 1 საათი და 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ხის ჩხირით შეამოწმეთ შუაგული, კარგად გამოცხვა თუ არა.

8.    კექსი გააგრილეთ, სანამ ცხელ ლიმონის სიროფს დაასხამთ.

 

ლიმონის სიროფი

 

1.    პარალელურად, შაქარი და ლიმონის წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაახლოებით 1 წუთი, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი.

2.    დაასხით კექსს სიროფი თანაბრად, სანამ ფორმაში იქნება.

3.    დაელოდეთ, რომ კექსი მთლიანად გაცივდეს.

 

ლიმონის მინანქარი

 

1.    შეურიეთ შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი, ერთგვაროვანი კონსისტენცია უნდა მიიღოთ.

2.    ამოიღეთ ნამცხვარი ფორმიდან და მოასხით მინანქარი. მასტეხინის დახმარებით თანაბრად წაუსვით. 

3.    მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი.
ეს ციტრუსის არომატის მქონე დესერტი, კლასიკური ბრიტანული რეცეპტია, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება ჩაისთან ერთად.  ლამაზი ფინჯანით ჩაი და ამ უგემრიელესი კექსის ნაჭერი ლიმონის მინანქრით,  ზაფხულის ცხელ დღეებს გაგილამაზებთ.

ისიამოვნეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. 

 

3. ორცხობილა მარილიანი შოკოლადით

 

 

ინგრედიენტები:

 

•    150 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის

•    125 გრ ყავისფერი შაქარი

•    125 გრ ლერწმის შაქარი

•    1 კვერცხი

•    1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

•    225 გრ ხორბლის ფქვილი

•    გამაფხვიერებელი 1 პაკეტი

•    ½ ჩაის კოვზი საცხობი სოდა

•    ½ ჩაის კოვზი მარილი

•    225 გრ შავი შოკოლადი, მსხვილად დაჭრილი

 

ტოპინგი

•    ზღვის მარილის ფანტელები

 

მომზადების წესი:

 

1.    გააცხელეთ ღუმელი 180 ° C- ზე.

2.    ათქვიფეთ კარაქი, ყავისფერი შაქარი და ლერწმის შაქარი დიდი სიჩქარით დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში,  ღია კრემისფერი ფერის მიღებამდე.

3.    დაუმატეთ კვერცხის და ვანილის ექსტრაქტი და კარგად აურიეთ.

4.    გაცერით მშრალი ინგრედიენტები და დაამატეთ კარაქის ნარევში, კარგად აურიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცომი ძალიან მაგრად არ მოზილოთ, თორემ ორცხობილა მაგარი გამოვა.

5.    დაამატეთ შოკოლადი.

6.    სუფრის კოვზით გააკეთეთ ცომის ბურთულები და მოათავსეთ საცხობ სინზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე (6-7 ბურთი ერთ სინზე).

7.    აცხვეთ 12-14 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაყავისფერდება.

8.    დატოვეთ ორცხობილა საცხობ სინზე რამდენიმე წუთით, შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე, რომ გაგრილდეს.

9.    ზემოდან მოაფრქვიეთ ცოტა ზღვის მარილის ფანტელი.

 

გაანებივრეთ საკუთარი თავი დილას და საღამოს. ან მოიწვიეთ მეგობრები და მოახდინეთ მათზე შთაბეჭდილება ამ მარტივი, მაგრამ მაცდური დესერტებით. მთავარია გახსოვდეთ, თუ რაშია გემრიელი დესერტების საიდუმლო. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ საუკეთესოს, თქვენი კერძი კი იმსახურებს „ლურპაკს!“

 

გემრიელად მიირთვით!