ხალხის რჩეული ნატურალური არომატები - „სნო“ ორ ახალ გემოს გვთავაზობს - Gemrielia.ge

ხალხის რჩეული ნატურალური არომატები - „სნო“ ორ ახალ გემოს გვთავაზობს

ყველა, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესს მიყვება თანხმდება, რომ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი და ხილი.  პროცესი მეტად სასიამოვნოა, როდესაც ეს ერთდროულად ხდება. წყალი ხილის გემოთი – გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მანამდე მხოლოდ სახლში შეგეძლოთ მოგემზადებინათ, სნომ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. კომპანიამ დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ამ ტიპის სასმელი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შაქარს და ჩამოასხა წყალი ლიმონის არომატით, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებსა თუ მინერალებს და თან ახლავს ლიმონის სასიამოვნო, გამაგრილებელი არომატი.

 

ახალი წამოწყების წარმატებამ აჩვენა რომ ბაზარზე არომატიზირებული წყლის მოთხოვნა დიდია, ამიტომ გადაწყდა 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღნიშნულიყო. ასე დაემატა მინერალებით გაჯერებულ წყალს ორი ახალი არომატი – ვაშლი და საზამთროსა და ნესვის მიქსი. შეფუთვის დიზაინზე ზვიად ციკოლიამ იმუშავა, თუმცა ამას წინ უძღვოდა საინტერესო სამუშაობი, რომელიც საწარმოში საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, მათი გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. რეცეპტურის შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესია. თანამშრომლები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სწავლობდნენ თითოეული კომპონენტის თვისებებს, ინგრედიენტების ურთიერთქმედების თავისებურებებს და ცდილობდნენ მომხმარებლამდე ჰარმონიული, ბალანსირებული ერთიანი გემოსა და არომატის მიტანას. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ გემოს მისაღებად არ ყოფილა გამოყენებული შაქარი. სნომ არ უღალატა ტრადიციებს და მხოლოდ სასარგებლო მინერალებით გვავსებს.

 

თამარ დავითაია – ხარისხის მართვის და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი: „პროდუქტის კონკურენტუნარიანობას ზრდის ბუნებრივი დამატკბობებელი  სტევია (MultiSweet® Stevia), რომლის დამატებამ სასიამოვნო სიტკბო შემატა სასმელს. წარმოების, ნედლეულისა და მასალების, გარემო პირობების მკაცრი კონტროლი, მზა პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება, შენახვის ვადის განმავლობაში პროდუქტის ხარისხის შეფასება, უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.“

 

საქართველოს საზღვრებს გარეთ უკვე წარმატებული პროექტი ჩვენთან პირველად სწორედ სნომ 2019 წელს განახორციელა. ეპოქაში, როდესაც პრიორიტეტულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და წყლის ბალანსი ორგანიზმში, პროდუქტი შაქრისა და კალორიების გარეშე, განსაკუთრებული გამაგრილებელი გემოთი, მომხმარებელმა ძალიან სწრაფად შეიყვარა.

 

ლევან შავლაყაძე – მარკეტინგის ხელმძღვანელი: „სასმელების ინდუსტრიაში არომატიზირებული წყლის  ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება. ბოლო დროს მომხმარებელი ბევრად მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. მან ზუსტად იცის რომელი საკვები და ნივთიერებებია მისთვის კარგი და რომელზეა უკეთესი უარის თქმა. ნაკლები კალორია, ნაკლებად ტკბილი, ბუნებრივი და ჯანსაღი- ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ორიენტირებულია მომხმარებელი და ჩვენი კომპანია. სნო მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს – მხოლოდ ნატურალურ არომატიზატორებზე, მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობელზე დამზადებულ გამაგრილებელ და გემრიელ  არომატიზირებულ წყალს.“

 

პირველი ქართული არომატიზირებული წყლის მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მომხმარებლები ისევე შეიყვარებენ ახალ არომატებს, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც სნო ლიმონის არომატით გამოჩნდა. ვაშლის, ნესვისა და საზამთროს არომატებიც ხომ სწორედ მომხმარებლების შერჩეულია. თავის მხრივ კომპანიაში ახალ პროდუტებზე და ინოვაციებზე მუშაობა არ ჩერდება. აქ კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ, რომ წყალი არის სნო!

 

R