ყავა სილამაზის სამსახურში - Gemrielia.ge

ყავა სილამაზის სამსახურში



სახლში დამზადებული ყავის სკრაბი  ტანის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო, ნატურალურ საშუალებად ითვლება. მისი  მომზადება  საკმაოდ მარტივია.

GEMRIELIA

არომატული სკრაბის მოსამზადებლად დაგვჭირდება ნატურალური დაფქული ყავა, მისი რაოდენობის 
მეოთხედი ზღვის მარილი და ზეითუნის ზეთი.
ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ მშრალი ინგრედიენტები დასველდეს და სქელი, კრემოვანი მასა მივიღოთ.

GEMRIELIA

სკრაბში რომელიმე პარფიუმერული ზეთის  ან სანელებლის (დარიჩინი, კარდამონი) დამატებაც შეიძლება.

სკრაბი შხაპის დროს, დარბილებულ კანზე უნდა წავისვათ, პრობლემური ადგილები წრიული მოძრაობით 
დავამუშავოთ, რამოდენიმე წუთში კი თბილი წყლით ჩამოვირეცხოთ.
ყავაში შემავალი კოფეინი ცხიმოვან უჯრედებზე ზემოქმედებს, მარილი შესანიშნავი ექსფოლიატორია, ხოლო 
ზეითუნის ზეთი კანს არაჩვეულებრივად ატენიანებს და არბილებს.


დიახ, გემრიელი პროდუქტები სილამაზის შენარჩუნებაშიც გვეხმარება!