გაწუხებთ მუცლის ცხიმი, გამობერილი „გვერდები“? მაშინ არ გაეკაროთ ამ პროდუქტებს!
ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის დროსაც კი, დროთა განმავლობაში გვიჩნდება იმის შეგრძნება, რომ მუცელი კოსმოსური სისწრაფით იზრდება. პირველ რიგში, ეს მეტეორიზმთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე რიგში - გვერდების მიდამოში ცხიმის სწრაფი ტემპით დაგროვებასთან.
ამ შედეგამდე მივყავართ სინამდვილეში საკვებ პროდუქტებს. ვარჯიშით და სპორტული აქტივობით ვერაფერს გახდებით, თუკი კვებას არ გააკონტროლებთ.
როგორ მოვიშოროთ მუცელი?
პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას მუცლის მიდამოში, ორ კატეგორიად იყოფა:
- პირველი იწვევს შებერილობას და ქმნის ვიზუალურად გაზრდილი მუცლის ეფექტს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. ეს პროდუქტები არ გმატებთ წონას, მაგრამ ვიზუალურად წელს უფრო მოცულობითს აჩენს.
- მეორე კატეგორია დროთა განმავლობაში ზრდის წელის გარშემოწერილობას და ცხიმის ოდენობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ ისეთ საკვებს, რაც ცხიმს ხელს უწყობს ზრდაში.
იმ პროდუქტების რიცხვს, რომლებიც ვიზუალურად გადიდებთ, მაგრამ არ გასუქებთ, ანუ შებერილობას იწვევს და მუცლის ზომას ამ ფონზე ზრდის, მიეკუთვნება:
მინერალური წყალი
- თუკი საღამოს გადაწყვიტეთ ტანზე გამოყვანილი კაბის ან ჯინსების ჩაცმა, გაზიანი სასმლის მიღებისგან თავი შეიკავეთ. ის იწვევს აირების დაგროვებას, რასაც შედეგად მოჰყვება შებერილობა. ასეთი ეფექტი გრძელდება 1-3 საათამდე. მინერალური წყლის ნაცვლად დალიეთ ჩვეულებრივი წყალი, ის აუცილებლად აგარიდებთ თავიდან დისკომფორტს.