კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო? - თქვენ წინაშეა ეგვიპტური სამზარეულო!
კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო? - თქვენ წინაშეა ეგვიპტური სამზარეულო!

აღმოსავლური სამზარეულოს ეგზოტიკური კერძების მრავალფეროვნება და გამორჩეული გემო ყველა ადამიანს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ნილოსის ხეობაში მობინადრე ძველი ეგვიპტელები, იმ პერიოდის მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ. ამის საფუძველს კი ქვეყნის ნაყოფიერი და მდიდარი მიწა აძლევდათ. ყველაზე მცირე მოსავლიან წელიწადშიც კი ეგვიპტელები მთელი ქვეყნის გამოსაკვებ მოსავალს იღებდნენ. მათი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ხორბალი და ქერი იყო. ისინი მოწეული მარცვლეულით პურს და ლუდს ამზადებდნენ.

დღეს ეგვიპტელების ეროვნულ სამზარეულოში ვეგეტარიანული კერძები უფროა გავრცელებული, ვიდრე ხორცით მომზადებული სადილები.

 

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ

მასალის გამოყენების პირობები
07 ივნისი, 2021
ნანახია: 148