მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია - მედიკოსებმა მისი უნივერსალური სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს
რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ. რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოსსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: რეჰანის წვენი – გემრიელი და სასარგებლო სასმელი მთელი ოჯახისათვის
იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ რეჰანი (გამხმარი და დაფქვილი) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.
მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის საყრდენ მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.
ლალი ჩხიკვაძე
წყარო: mkurnali.ge