კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხორცპროდუქტები უნდა შეარჩიოთ - Gemrielia.ge

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხორცპროდუქტები უნდა შეარჩიოთ

ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ის თანაბრად უყვართ უფროსებსაც და ბავშვებსაც. თუმცა, ამის მიუხედავად საზოგადოების კეთილგანწყობა ამ ტიპის პროდუქციის მიმართ ერთგვაროვანი არაა. მიზეზი კი ისაა, რომ ხორცპროდუქტი გადამუშავებული საკვებია. ამიტომ მისი შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ კრიტერიუმები, რომელიც მას სრულიად უსაფრთხო პროდუქტად აქცევს და ჯანმრთელობისთვის უვნებელს ხდის.

 

 

•    ერთ-ერთი მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის, რომ ევროპული წარმოების იყოს. ზოგადად, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების უდიდესი ტრადიცია არსებობს და ძალიან მრავალფეროვანია ასორტიმენტიც. ხორცპროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება წარმოების ტექნიკის, შემადგენლობისა და მახასიათებელი ნიშნებით.

 

•    ხორცპროდუქტი დამზადებული უნდა იყოს გაუყინავი ხორცისგან. ამის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე.

 

•    სასურველია, პროდუქცია იყოს სრულად უგლუტენო ან ბრენდს ჰქონდეს უგლუტენო ხაზიც. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხორცპროდუქტი გაუყინავი ხორცისგან მზადდება. რადგან მხოლოდ გაუყინავ ხორცს არ სჭირდება ფარშირების პროცესის შემდეგ გლუტენის შემცველი მცენარეული შემკვრელები.

 

•    მნიშვნელოვანია, რომ ხორცპროდუქტის მწარმოებელ ბრენდს ჰქონდეს საკუთარი ფერმები და მინდვრები, სადაც ცხოველების საკვებს თავად მოიყვანენ. ამ შემთხვევაში დაზუსტებით გეცოდინებათ, რომ ცხოველების ზრდისა და მოვლის პროცესში ანტიბიოტიკები და ჰორმონები არარაციონალურად არ გამოიყენება.

 

•    ხორცპროდუქტის ხარისხის განსაზღვრის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ცხოველების კვება უნდა ხდებოდეს სიმინდითა და ქერით, არ უნდა გამოიყენებოდეს სოიო და სხვა დანამატები.

 

ევროპის ქვეყნების მსგავსად, ხორცპროდუქტები მეტად პოპულარულია საქართველოშიც. შესაბამისად, ძალიან მრავალფეროვანია ბაზარზე არსებული პროდუქციის ასორტიმენტი. ქვეყანაში ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული წარმოების ხორცპროდუქტები. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ ევროპულ ბრენდს, რომლიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია და რომელიც თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ELPOZO უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანიაა, რომლის სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება.

 

„ელპოზოს“ აქვს საკუთარი ფერმები და მინდვრები, სადაც თვითონ მოჰყავს ცხოველების საკვები. კომპანია ინოვატორია გარეული შავი ღორის (ტახის) “იბერიკოს” „მოშინაურებაში“. კომპანია ღორის ამ უნიკალურ ჯიშს ამრავლებს და ისეთ პირობებს უქმნის, როგორც ბუნებრივად ტყეში ექნებოდათ, კვებავს რკოთი და ბალახით. ბრენდს აქვს დიაბეტური და დიეტური ხაზი Bien Star, რომლის  პროდუქცია მზადდება ინდაურის გულმკერდის უცხიმო და უმარილო ან ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი ლორებისგან. სრული ასორტიმენტი ულაქტოზო და უგლუტეინოა. „არტესანო/ასადო“ კი „ელპოზოს“ პრემიუმ ხაზია, რომელიც მზადდება ინდაურის უცხიმო და უმარილო, გულმკერდის ლორებიგან. ამ ხაზის პროდუქციის შემადგენლობის 90% ხორცია.

 

 

ზოგადად, ევროპული ხორცპროდუქტი დაყოფილია ჯგუფებად, რომელთა საერთაშორისო სახელწოდებებია: მორტადელა, ლორი, სალიამი, სერველადი, ბეკონი და სოსისი.  გვხვდება რამდენიმე განსხვავებული ხორცპროდუქტიც, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით, ესპანეთსა და იტალიაში. ესენია: ხამონი და პროშუტო. საქართველოში, თითოეული ეს პროდუქტი ხელმისადვწომია, თუმცა ფართოდ პოპულარული ლორი, სალიამი, ბეკონი და სოსისია. ცნობადობა ისეთი ხორცპროდუქტების, როგორიც პროშუტო და ხამონია, შედარებით დაბალია.

 

ხამონი

 

 

ეს არის ღორის ხორცის სპეციალურ პირობებში დაძველებით მიღებული ტრადიციული ესპანური ლორი. ხამონი მზადება ღორის ხორცის უკანა ფეხისგან ან უძვლოს შემთხვევაში უკანა ფეხის ხორცისგან, სადაც კუნთოვანი მასა მეტია. ხამონს განასხვავებენ დაძველების პერიოდისა და ღორის ჯიშების მიხედვით. გარეული „იბერიკოს“ ხამონი გაცილებით ძვირფასია,  რადგან გარეულ ღორში გაცილებით მეტი კუნთოვანი მასა და ცხიმოვანი ნაწილებია.

 

პროშუტო

 

 

ეს არის ღორის ხორცის სპეციალურ პირობებში დაძველებით მიღებული ტრადიციული იტალიური ლორი. პროშუტო მზადდება ღორის ხორცის წინა ფეხისგან ან უძვლოს შემთხვევაში წინა ფეხის ხორცისგან, რომელიც ხამონისგან განსხვავებით ნაკლებად გამომშრალი და უფრო რბილი ტექსტურისაა

 

მორტადელა

 

 

იტალიური ტერმინია და მოხარშულ ძეხვს ნიშნავს. მორტადელები ერთმანეთისგან განსხვავდება  ცხიმიანობის, შემადგენლობისა და ხარისხის მიხედვით. ევროპაში ფართოდ გავრცელებულია როგორც ღორის ხორცის, აგრეთვე ინდაურის მორტადელები.

 

„ელპოზოს“ ტრადიციული სოსისი თუ ქართველებისთვის შედარებით ახალი და ეგზოტიკური ხამონი და პროშუტო საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ „ევროპროდუქტის“ ქსელში, რომელიც ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.