„ჩემი მეურნეობა დღეს 200-ზე მეტ იხვს მოიცავს“ - გაიცანით ოთხი შვილის დედა, რომელმაც თბილისთან ახლოს მეფრინველეობის ფერმა მოაწყო - Gemrielia.ge

„ჩემი მეურნეობა დღეს 200-ზე მეტ იხვს მოიცავს“ - გაიცანით ოთხი შვილის დედა, რომელმაც თბილისთან ახლოს მეფრინველეობის ფერმა მოაწყო

უკვე ორი წელია, კერამიკოსი ეთო კაპანაძე მეფრინველეობას მისდევს. დაუღალავი შრომის შედეგად ეთოს ფერმაში ასობით იხვი, ინდაური, ქათამი, მწყერი და კურდღელი ჰყავს. ამასთან, მუშაობს საჯარო სამსახურში და რაც მთავარია, ჰყავს ოთხი შვილი. მიუხედავად ყველაფრისა, არც ოჯახს აკლებს ყურადღებას, ენერგიას და არც საყვარელ საქმეს. ფრინველს მხოლოდ ნატურალური საკვებით კვებავს. თვლის, რომ ადამიანები არ უნდა მოატყუო და შესთავაზო ის, რასაც საკუთარი ოჯახისთვის და შვილებისთვის გაიმეტებ.

 

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

 

- პროფესიით გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერი ვარ. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ცვხოვრობთ თბილისთან ახლოს, დიდ ლილოში, სადაც მაქვს ფერმა. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს. ჩემი ჰობია ბუნებაში სეირნობა, ფერმერობა, თუმცა იმდენი საქმე მაქვს, ხშირად სასეირნოდ ნამდვილად ვერ ვიცლი. ვმუშაობ საჯარო სამსახურში.


- როგორც მითხარით, კერამიკოსი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და მუშაობთ თუ არა ამ მიმართულებით?

 

- დიახ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კერამიკოსი ვარ. ვერ გეტყვით მტკიცე მიზეზს, თუ რატომ გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა. ხშირად მაქვს სხვადასხვა სურვილები და ოცნებები, რის ახდენასაც სამყაროს ხელშეწყობით უმეტესად ვახერხებ. ამ წუთას არ ვხატავ. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. არც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, თუმცა აკადემიაში მიღებულმა ცოდნა-განათლებამ ბევრ რამეში შემიწყო ხელი. თუნდაც ჩემი ფერმის გვერდის მართვაში.

 

- საკმაოდ დიდი ფერმა გაქვთ. ამხელა ფერმის გაკეთება არც ისე მარტივია. ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

 

- ოჯახი თავიდან სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა ძალიან მალე ჩემზე მეტად დაინტერესდნენ და დღეს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიბრძვით მიზნისთვის. რომ არა ლევანი, მე ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი.

 

გააგრძელეთ კითხვა