5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად - Gemrielia.ge

5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად

ზაფხული მოგზაურობის სეზონია. როგორც კი ივნისი დგება, მაშინვე რთულდება სამსახურში სხვადასხვა დავალებებზე კონცენტრაცია, შეხვედრების მოსმენა და დედლაინების გულდასმით შესრულება. ალბათ ეს ყველაფერი ბავშვობიდან, სკოლის არდადეგებიდან მოდის: ზაფხული ხომ გაკვეთილების დასრულების, გართობის და სიახლეების შეგრძნების დროა და სახლში გაჩერება სულ უფრო და უფრო გვიჭირს.

 

ამ ზაფხულის მთავარი გეგმაა, ყოველი შაბათი და კვირა პროდუქტიულად გამოვიყენოთ და შვებულებაც დავგეგმოთ: ახლა ხომ მთელი წლის სამყოფი გამოცდილება, სიახლეები და ცოდნა უნდა დავაგროვოთ. რამდენი ახალი და გემრიელი კერძია გასასინჯი, რამდენი სურნელი აღმოსაჩენი, რამდენი ადგილი მოსანახულებელი.

 

თუმცა დიდხანს ნანატრი დასვენება ხშირად სულაც არ მიდის ისე, როგორც დავგეგმეთ. გაგიგიათ ფრაზა "მოგზაურთა დიარეა"? ის მოგზაურთა თითქმის ნახევარს ემართება. ალბათ თქვენც ერთხელ მაინც მოწამლულხართ დასვენებისას. იმისათვის, რომ ამ ზაფხულს თავიდან ავირიდოთ მოწამვლა, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

 

1. დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი

 

თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხართ ონკანის წყლის სისუფთავეში, უცხო ქალაქში მოგზაურობისას სჯობს წყალი ბოთლით შეიძინოთ. ჩაი და ყავაც ბოთლის წყლით მოიმზადეთ. კბილების გახეხვაც ასევე უსაფრთხოდ, სუფთა წყლით სჯობს, ისევე, როგორც ხილ-ბოსტნეულის გარეცხვა. მოწამვლის მთავარი დამნაშავე, ხშირ შემთხვევაში, სწორედ წყალია ხოლმე.

 

2. შეარჩიეთ უსაფრთხო კერძები

 

 

მოგზაურობის მთავარი პეწი ახალი გემოების აღმოჩენა და ლოკალური პროდუქტების გასინჯვაა. თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩვენი ორგანიზმი მიუჩვეველ საკვებს რთულად ერევა. პროდუქტის განსხვავებულობასთან ერთად, შეიძლება მისი მომზადების წესის გამოც შეგვექმნას პრობლემები. შესაძლებელია, რომ ყველა გემოთი ისე დავტკბეთ, რომ შვებულების ბოლომდე არ მივეჯაჭვოთ იმ ადგილს, სადაც მეფენიც კი თავის ფეხით დადიან. ამისათვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული. თერმული დამუშავება ყველა საშიშ ბაქტერიას კლავს და გადამუშავებას უფრო იოლს ხდის. ეს განსაკუთრებით ხორცპროდუქტებსა და კვერცხს ეხება: მოერიდეთ უმ კვერცხს, ტარტარს, სევიჩეს და ა.შ, ანუ კერძებს, სადაც ხორცი, თევზი და კვერცხი საკმარისად არაა თერმულად დამუშავებული.

 

3. აირჩიეთ ხილ-ბოსტნეული, რომელიც იფრცქვნება

 

 

თუ ვერ ახერხებთ ხილ-ბოსტნეულის კარგად გარეცხვას, სჯობს ისეთი ხილით ისუსნაოთ, რომელსაც კანი მთლიანად ეფრცქვნება: ამით თავიდან აირიდებთ იმ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება პროდუქტის კანზე იყოს.

 

4. მიიღეთ თრეველფაგი

 

თრეველფაგი, მსოფლიოში პირველი ბუნებრივი საშუალება, რომელიც მოგზაურებს საშიში ინფექციებისგან იცავს, შედგება სპეციალურად შერჩეული ბაქტერიოფაგებისგან (ფაგებისგან), რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და იცავენ ადამიანის ორგანიზმს საკვებისმიერი ინტოქსიკაციის, დიარეისა და ინფექციებისგან. თრეველფაგის მიღება შესაძლებელია მთელი ოჯახისთვის: ყველაზე პატარა, 3 წლის ასაკის მოგზაურიდან ზემოთ.

 

თრეველფაგი გამოიყენება არამხოლოდ სამკურნალოდ, არამედ წინასწარ თავდაცვის მიზნითაც. ამიტომ აუცილებლად მოიმარაგეთ ქალაქგარეთ გასვლამდე და შეირგეთ დასვენება.

 

 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

5. დაიცავით ჰიგიენა

 

 

ამის შეხსენება გლობალური პანდემიის წელიწადნახევრის შემდეგ ალბათ აღარავის სჭირდება, მაგრამ მაინც: ხელების დაბანა მუდამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მარტივ მოქმედებას მხოლოდ კორონავირუსისგან კი არა, უამრავი სხვა პრობლემისგან შეუძლია დაგვიცვას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ასწავლეთ მათ, როგორ დაიბანონ ხელები სწორად.

 

დამატებით შეგიძლიათ თრეველფაგის Facebook გვერდიდან უამრავი სასარგებლო რჩევა მიიღოთ:

 

 

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, ამ ზაფხულს დასვენებასაც შევირგებთ და მოწამვლასაც თავიდან ავირიდებთ. 

 

წყარო: On.ge