საფრთხე!!! ნახეთ, რომელი კონსერვი ზრდის კიბოს რისკს და როგორ ამოვიცნოთ - Gemrielia.ge

საფრთხე!!! ნახეთ, რომელი კონსერვი ზრდის კიბოს რისკს და როგორ ამოვიცნოთ

უკვე სახლში მოტანილი ხორცის კონსერვი, გახსნის შემდეგაც საჭიროებს დათვალიერებას. ხარისხიანი პროდუქტის ხორცის ნაჭრები თხევად  ბულიონში უნდა იყოს მოთავსებული, თუ ხორცი ჟელესმაგვარი კონსისტენციის სითხეშია, ის ცხოველის შემაერთებელი ქსოვილებით, ან სხვა საკვები დანამატებითაა გაჯერებული.
ხორცისა და თევზის კონსერვის შეძენისას დააკვირდით ხომ არ არის დაზიანებული ქილა, რადგან ლითონის ქილა სპეციალური ლაქითაა დაფარული, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც გამოიყოფა ნივთიერება ფორმალდეჰიდი.

ასევე გაითვალისწინეთ, ქილა  ზიანდება მისი გახსნისას და ჩანგლით შეხებისას, ამიტომ უმჯობესია გახსნის შემდეგ პროდუქტი სხვა ჭურჭელში გადადოთ და ისე შეინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ დაკონსერვებული პროდუქტის შენახვის ვადა შესაძლოა 6 წელზე მეტიც იყოს, უკვე გახსნილი პროდუქტი, მაცივარში მხოლოდ 24 საათის მანძილზე  ინახება.

წყარო