რით გავახაროთ სპორტის მოყვარული მამაკაცები - 3 გემრიელი წასახემსებელი, რომლებიც ლუდს განსაკუთრებულად უხდება - Gemrielia.ge

რით გავახაროთ სპორტის მოყვარული მამაკაცები - 3 გემრიელი წასახემსებელი, რომლებიც ლუდს განსაკუთრებულად უხდება

 

მამაკაცებს, საყვარელი სპორტის სახეობის ყურების თავისი ტრადიცია აქვთ. ხშირად, მეგობრები ერთად იკრიბებიან და ჩემპიონატს ლუდთან და წასახემსებელთან ერთად უყურებენ. ფეხბურთი და ლუდი - თითქმის სინონიმები გახდა. ფეხბურთის ბევრი მოყვარული ლუდის მოყვარულიცაა. ბევრისთვის წარმოუდგენელიცაა, უყურო ფეხბურთს ცივი ლუდის გარეშე. ეს ტრადიცია დაახლოებით 70-იანი წლებიდან მომდინარეობს, როცა კლუბების პირველი სპონსორები ალკოჰოლური კომპანიები გახდნენ. ისინი საკუთარ ბრენდს სტადიონების ტრიბუნებზე და ტელევიზიებში არეკლამებდნენ.


როგორც კი ფიქრს ლუდზე ვიწყებთ, მაშინვე გვახსენდება წასახემსებელი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ მშვენიერი დანამატია ამ სასმელთან.

 

კომპანია "ნიკორა" 3 განსხვავებული და ძალიან გემრიელი ხემსის მომზადებას გასწავლით იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატის ყურება თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ბევრად სასიამოვნო გახადოთ.
 

დამარინადებული სარდელი

 

Sportall.Ge
 

ლეგენდის თანახმად, ეს გემრიელი რეცეპტი, ძველ დროში ერთერთი ლუდის ტრაქტირის მფლობელმა გამოიგონა. მას უნდოდა, რომ სოსისი უფრო დიდხანს შეენახა და ის მარინადთან ერთად ჩადო ქილაში. როდესაც ტრაქტირს სტუმარი ეწვია, მან სოსისები მარინადის ქილიდან ამოიღო და ლუდთან ერთად მიართვა. სტუმარი გაოცებული იყო სოსისის უჩვეულო გემოთი და დამატებაც მოითხოვა. ტრაქტირის მფლობელმა კი რეცეპტის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა. ჩეხეთში, ამ წასახემსებელს ლუდთან ერთად ძალიან ხშირად მიირთმევენ.

 

ინგრედიენტები:

• სარდელი "ბავარიული" 400 გ.

• ძმარი 2 ს/კ.

• წყალი 750 მლ.

• შავი პილპილი 15 მარცვალი

• შაქარი 1 ჩ/კ.

• მარილი 2 ჩ/კ.

• კიტრი (დამარინადებული) 2 ცალი

• ხახვი 1 ცალი

• ნიორი 2 კბილი

• დაფნის ფოთოლი 4 ცალი

• მწვანე ხახვი 100 გ.


Sportall.Ge
 

მომზადების წესი:
 

1. წყალში გახსენით ვაშლის ძმარი, მარილი, შაქარი და სანელებლები. ეს იქნება ძირითადი მარინადი. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე.

2. ხახვი დაჭერით ნახევრად რგოლებად. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ნიორი გაჭერით ოთხად. კიტრი - პატარა ნაჭრებად.

3. სარდელი ჩაჭერით შუაში (არ გაჭრათ ბოლომდე). შიგნით ჩადეთ დამარინადებული კიტრის ნაჭრები, რამდენიმე ნაჭერი ხახვი და ნიორი.

4. სარდელები ჩააწყვეთ ქილაში, დაუმატეთ დარჩენილი ხახვი, ნიორი, მწვანილი და დაასხით ცხელი მარინადი. ქილას კარგად მოუჭირეთ თავსახური. ოთახის ტემპერატურაზე, მარინადი რამდენიმე დღეში მზად იქნება (დაახლოებით 1 კვირა).

5. თუ ცხარე ვარიანტი გინდათ, ქილაში წიწაკა უნდა ჩაუმატოთ.

 

მოცარელას ჩიპსები
 


Sportall.Ge

 

ძალიან გემრიელი წასახემსებელი, რომელიც საოცრად უხდება ლუდს - "მოცარელას"ჩიფსებია. ის ადვილი მოსამზადებელი, ხრაშუნა და გემრიელია.

ინგრედიენტები:
 

• ყველი "მოცარელა" 260 გ.

• ნიორი 1 კბილი

• ხმელი ორეგანო

• ხმელი ბაზილიკი (შაშკვლავი)

• "კაიზერის" ნედლად შებოლილი ძეხვი სალიამი "პიკანტური"4-5 ნაჭერი

• სოუსი "მარინარა" ჩასაწყობად.


Sportall.Ge

 

მომზადების წესი:

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

2. მოცარელას ბურთულები დაჭერით თხელ ნაჭრებად (მრგვალი ნაჭრები რომ გამოვიდეს) და დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე.

3. ზემოდან დაადეთ წვრილად დაჭრილი არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის "კაიზერის"ნედლად შებოლილი ძეხვი, წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ბაზილიკი და ორეგანო.

4. აცხვეთ 4-6 წუთი, სანამ ყველი არ დაიბრაწება და ოქროსფერ ფერს არ მიიღებს.

5. გამოიღეთ ღუმელიდან, დააცადეთ გაცივება და გადაიტანეთ ჯამში.

6. ხრაშუნა ჩიპსები ამოაწეთ სასურველ სოუსში. ჩვენ "მარინარას"სოუსს გირჩევთ, რომელიც მზა სახით იყიდება სუპერმარკეტებში.

 

ნახევრად შებოლილი ძეხვი ცომში

 

Sportall.Ge

 

ეს მინი-წასახემსებელი ძალიან სწრაფად მზადდება. დაგჭირდებათ "ნიკორას"ნახევრად შებოლილი ძეხვი "ექსტრა"და გაყინული ფენოვანი ცომი.

ინგრედიენტები:

• ძეხვი "ექსტრა" 460 გ.

• ცომი ფენოვანი 1 ცალი

• მოტკბო მდოგვი ¼ ს/კ.

• კვერცხი 1 ცალი

• ქუნჯუთის (ან ყაყაჩოს) თესლი ზემოდან მოსაყრელად

• ცხარე დიპ-სოუსი

 

ცხარე დიპ-სოუსის რეცეპტი:

• არაჟანი ½ ს/კ.

• მაიონეზი ½ ს/კ.

• მოტკბო მდოგვი 3 ს/კ.

• ცხარე მდოგვი 1 ს/კ.


Sportall.Ge
 

მომზადების წესი:

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი დაჭერით პატარა ზოლებად. სილიკონის ფუნჯით წაუსვით ცოტა მოტკბო მდოგვი.

2. თითოეულ ცომზე დადეთ ძეხვის ნაჭერი და გადაახვიეთ.

3. დადეთ ცხიმმწასმულ საცხობ სინზე, ნაწიბურით ქვემოთ. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ქუნჯუთის ან ყაყაჩოს თესლი.

4. აცხვეთ 12-15 წთ. მიირთვით დიპ-სოუსთან ერთად.

 

დიპ-სოუსის მომზადების წესი:

ჯამში შეურიეთ სოუსის ინგრედიენტები, დააფარეთ საკვები პარკი და შეინახეთ მაცივარში. გამოიღეთ მირთმევის წინ.

გემრიელად მიირთვით!